აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 102-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 12/12/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016041
102-უ.ს.რ.ს.
12/12/2019
ვებგვერდი, 16/12/2019
010240080.51.056.016041
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ბათუმი, ხოლო იურიდიული მისამართია – ლუკა ასათიანის ქუჩა №37. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინადადებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს პლენარული (რიგგარეშე) სხდომის (სესიის) გამართვა შესაძლებელია ამ პუნქტში აღნიშნული ადგილსამყოფლის – იურიდიული მისამართის გარეთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტში.“


მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ჩაქვი,

12 დეკემბერი 2019 წ.

N102-უ.ს.რ.ს.