აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85-Iს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016053
85-Iს
21/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
010240080.51.056.016053
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით.“.

2. 141-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა, დანიშვნაზე თანხმობის მიცემა“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირების არჩევა/დანიშვნაზე თანხმობის მიცემა ხდება ღია კენჭისყრით.“.

3. 145-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ბათუმი,

21 დეკემბერი 2023 წ.

N85-Iს