დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 11/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016057 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამისი ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრს თავის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ უმაღლეს საბჭოში შექმნილი ფრაქცია.“. 2. 44-ე მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვის საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის ან უმაღლესი საბჭოს ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე შეაქვს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს აქვს ანგარიშის უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. სხვა შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ბიურო ცნობად იღებს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. 4. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოსვლის ხანგრძლივობა უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით. 5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ საკითხის განხილვა მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით. 6. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს კომიტეტის ანგარიშს.“. 3. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, ღია მმართველობის საბჭო“. 4. 661 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 67. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო 1. უმაღლესი საბჭო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს (შემდგომ-საბჭო). 2. საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.“. 6. 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მოსამზადებლად. ამის შემდეგ კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას;“. 7. 149-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.“. 8. 156-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ბათუმი, 11 დეკემბერი 2025 წ. N50-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები