აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67-Iს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 15/12/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016048
67-Iს
15/12/2022
ვებგვერდი, 19/12/2022
010240080.51.056.016048
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამტკიცებს კომიტეტების და დროებითი კომისიების დებულებებს;“.

2. 130-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. მთავრობის შესაბამისი წევრის უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს უფლება აქვს კითხვით მიმართოს მთავრობის შესაბამის წევრს. კითხვა წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მეშვეობით, მთავრობის შესაბამისი წევრის უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე არაუგვიანეს  2 კვირისა. ფიზიკური ან/და იურიდიული პირის კითხვა უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ეგზავნება მთავრობის შესაბამის წევრს. მთავრობის  შესაბამისი წევრი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პასუხი გასცეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ კითხვას.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაგვიანებით მთავრობის შესაბამისი წევრის მიმართ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ დასმული კითხვა  უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ეგზავნება მთავრობის შესაბამის წევრს. მთავრობის შესაბასამისი წევრი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე არ ისაუბროს ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაგვიანებით წარდგენილ კითხვაზე.“.    

3. 131-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1311 მუხლი:

„მუხლი 1311თემატური მოკვლევა

1. აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან, კომიტეტის ან უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს.

2.  უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კომიტეტს წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები.  აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის/წევრის ან უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ წარდგენილი აქტუალური საკითხიდან/საკითხებიდან გამომდინარე, მუდმივმოქმედი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ.

4. თემატური მოკვლევის საკითხი და ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მოკვლევაში მათი მონაწილეობა, წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა კომიტეტში, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევაში მონაწილე უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ.

5. თემატური მოკვლევის ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს  მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსება. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებასა და მოკლე აღწერას, ინფორმაციას საკითხზე მომუშავე უმაღლესი საბჭოს წევრის/წევრების შესახებ, აგრეთვე დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი მოსაზრებებისა და  შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და ვადებს.

6. საკითხზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია  საკითხის დამუშავებისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებისთვის, სწავლობს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის შესასწავლად საჭირო ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. მოკვლევის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის წარდგენის დროს უფლება აქვთ წერილობითი დასაბუთებით მიმართონ თემატური მოკვლევის ჯგუფს, მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არგამოქვეყნების თხოვნით.

7. საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა გაიმართოს საკითხის მოსმენა, რომელზედაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომელსაც უშუალოდ ეხება საკითხი. საკითხის მოსმენის გამართვის შესახებ ინფორმაცია  არაუგვიანეს 3 დღისა ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

8. თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან შესაბამის კომიტეტს. ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით.  აღნიშნული დასკვნა უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომიტეტის წევრებისგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო.  თუ საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო, თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარედგინება კომიტეტს, რომელიც დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომიტეტი, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი საბჭო ან უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან/და ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი საბჭოს, უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.“.


მუხლი 2
1. ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის მიერ დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფი ჩაითვალოს ამ რეგლამენტის შესაბამისად დანიშნულად.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის მიერ დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობაზე.  
მუხლი 3

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ბათუმი,

15 დეკემბერი 2022 წ.

N67-Iს