აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17-რს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016044
17-რს
25/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
010240080.51.056.016044
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას;“.

2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია უმაღლესი საბჭოს ბიუროს, ხოლო ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე  უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ დამტკიცებული კომიტეტში წევრთა რაოდენობის (სრული შემადგენლობის) ნახევარზე მეტი და მათ შორის არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.“.

3. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს კომიტეტის წევრთა რაოდენობის (სრული შემადგენლობის) ნახევარზე მეტის დანიშვნიდან, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, ასევე მისი როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან  7 დღის ვადაში.“.

4. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას;“.

5. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და აქვეყნებს მას უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე;“.

6. 43-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

მუხლი 431. კომიტეტის სამოქმედო გეგმა

1. კომიტეტები საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენენ შესაბამისი კომიტეტის მუშაობის წლიურ სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

2. კომიტეტის სამოქმედო გეგმა მტკიცდება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ეცნობება უმაღლესი საბჭოს ბიუროს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

3. კომიტეტის სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების, მათ შორის, რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებითა და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების, შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობებისა და ვადების შესახებ. სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი/წევრები.“.

7. 140-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1401 მუხლი:

მუხლი 1401. პეტიცია

1. პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს.

2. პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას.

3. პეტიციის განაცხადი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი:

ა) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ან/და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს;

ბ) არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს;

გ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა.

4. პეტიციის განაცხადის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 200 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე მისი სახელისა და გვარის მითითებით. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული. 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 200 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

5. წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 200 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

6. უმაღლესი საბჭოს ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შესასწავლად და განსახილველად პეტიციის დროებითი კომისიისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დროებითი კომისია იქმნება და საკითხს შეისწავლის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

7. შესაბამისი კომიტეტი  იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას;

ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;

გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. აღნიშნული ვადა კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

10. სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის  თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, უმაღლესი საბჭო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

11. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას.

12. პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს.“.

8. 157-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.“.


მუხლი 2
1. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 15 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.  

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრამდე ბრძანებით განსაზღვროს ელექტრონული პეტიციის ფორმა.

3. ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა ჩაითვალოს ამ რეგლამენტის შესაბამისად დამტკიცებულად.

მუხლი 3
1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 მაისიდან. 


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ბათუმი,

25 დეკემბერი 2020 წ.

N17-რს