დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28-IIს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 20/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016045 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საშემოდგომო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარუდგენს წერილობით ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე;“. 2. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 191 მუხლი: „მუხლი 191. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა 1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის მომზადებას. ანგარიში და სამოქმედო გეგმა ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 2. უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი თვის მორიგ პლენარულ სხდომაზე ისმენს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას, რომელსაც უმაღლეს საბჭოს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 3. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს ერთობლივად, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“. 3. 78-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს, ასევე შესაძლებელია საჯარო სხდომის პირდაპირი ტელერადიოტრანსლაცია. საჯარო პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და საზოგადოების წარმომადგენლებს. 2. უმაღლესი საბჭოს საჯარო სხდომა გადაიცემა ინტერნეტტრანსლაციით.“. 4. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით, საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით, ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით.“. 5. 91-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის დასკვნაში.“. |
მუხლი 2 |
1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
ბათუმი, 20 მაისი 2021 წ. N28-IIს |
დოკუმენტის კომენტარები