აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14-Iს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 19/12/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016055
14-Iს
19/12/2024
ვებგვერდი, 19/12/2024
010240080.51.056.016055
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილ საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხაში.“.

3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ოლქის დელეგატის წარმომადგენელი

მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრულ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი იმავე კანონის  №1 დანართით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტში, რომლის დელეგატად მიიჩნევა იგი.“.    

 4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერას და ცვლილებები შეაქვს მასში;“;

ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) იღებს გადაწყვეტილებას, ამ რეგლამენტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ჯილდოების მინიჭების, ასევე უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით პირის დაჯილდოების შესახებ. მადლობის სიგელის ფორმას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“.

5. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა რაოდენობის (სრული შემადგენლობის) ნახევარზე მეტი და მათ შორის არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.“.

7. 49-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 3 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

8. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი  განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე  უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს  ბიურო.“.  

9. 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ხსნის უსკოს თავმჯდომარე, რომელიც სიტყვას აძლევს სხდომაზე დამსწრე უხუცეს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი.“.

10. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ამ თავით დადგენილი წესით, ეთმობათ არაუმეტეს 60 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთისა. უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. გამოყოფილი დროის გაზრდა დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს 2 წუთისა.“.

11. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 88. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს  ბიუროს.

2. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კანონპროექტთა ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი გამოთქვამს თანხმობას კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე და მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იმ კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აღარ აქვს და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას მიზანშეწონილად მიიჩნევს წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი. თუ კომიტეტს არ აქვს ასეთი კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება.

3. უმაღლესი საბჭოს ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს.

4. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები, რომლებიც აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება.

5. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე უმაღლესი საბჭოს იმ დადგენილებების პროექტებზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოს წარედგინება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

12. 148-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საბჭოს სუბიექტებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უმაღლეს საბჭოში საქმიანობას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო, ფრაქციების აპარატები.“.


მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2021 წლის 2 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №87-IIს დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www. matsne.gov.ge), 04.03.2021), სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010190020.31.056.016065).

 

მუხლი 3
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ბათუმი,

19 დეკემბერი 2024 წ.

N14-Iს