აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 113-უ.ს.გ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 30/04/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016042
113-უ.ს.გ.ს.
30/04/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
010240080.51.056.016042
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი საბჭოს სათათბირო ორგანოები“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 661 მუხლი:

მუხლი 661. უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები

1. უმაღლეს საბჭოში იქმნება უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ განსაზღვრულ სფეროებში უმაღლესი საბჭოს წინაშე მდგარი განგრძობადი, სისტემური და მდგრადი პოლიტიკის შემუშავებასა და კოორდინაციას.

2. უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოებია:

ა) უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო;

ბ) ღია მმართველობის საბჭო.“.

3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:

მუხლი 671. ღია მმართველობის საბჭო

1. ღია მმართველობის საბჭოს მიზანია ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით უმაღლესი საბჭოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა  და ამ მიმართულებით უმაღლესი საბჭოს სისტემური და კოორდინირებული მუშაობა.

2. ღია მმართველობის საბჭოს დებულება და შემადგენლობა მტკიცდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით. ღია მმართველობის საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ღია მმართველობის  საბჭო.

3. ღია მმართველობის საბჭოს დებულებით განისაზღვრება საბჭოს უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მისი მუშაობის ორგანიზაციული საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საბჭოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების საკითხები.

4. ღია მმართველობის საბჭოს წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ღია მმართველობის საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

5. ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.“.


მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ბათუმი,

30 აპრილი 2020 წ.

N113-უ.ს.გ.ს.