დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 80-Iს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 05/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016052 |
80-Iს
05/09/2023
ვებგვერდი, 08/09/2023
010240080.51.056.016052
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 137-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 143-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 144-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 144. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან სამს უმაღლესი საბჭო ცალ-ცალკე კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედით ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.
|
მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ბათუმი, 5 სექტემბერი 2023 წ. N80-Iს |
დოკუმენტის კომენტარები