დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 72-IIს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 18/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016050 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. 95-ე მუხლის მე-9-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების გამოსვლების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. 10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან.“. 2. 96-ე მუხლის მე-9-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების გამოსვლების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. 10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან.“. 3. 121-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, თითოეულს არაუმეტეს 10 წუთისა. დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელი, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან.“. 4. 125-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს დელეგაციის საზღვარგარეთ ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.“. |
მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ბათუმი, 18 მაისი 2023 წ. N72-IIს |
დოკუმენტის კომენტარები