აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 93-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 20/06/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016054
93-IIს
20/06/2024
ვებგვერდი, 21/06/2024
010240080.51.056.016054
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს ჯილდოები

1. უმაღლეს საბჭოში დაწესებულია შემდეგი ჯილდოები:

ა) უმაღლესი საბჭოს ორდენი;

ბ) უმაღლესი საბჭოს მედალი;

გ) უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშანი.

2. უმაღლესი საბჭოს ორდენით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, უმაღლესი საბჭოს, როგორც ინსტიტუციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

3. უმაღლესი საბჭოს მედლით ჯილდოვდება უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

4. უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით შეიძლება დაჯილდოვდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლეს საბჭოში არანაკლებ 20-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის.

5. უმაღლესი საბჭოს ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო უმაღლესი საბჭოს მედლით ან უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას − უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

6. უმაღლესი საბჭოს ორდენით, უმაღლესი საბჭოს მედლითა და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესს და ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ორდენის, უმაღლესი საბჭოს მედლისა და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.  

2. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა. ამ რეგლამენტით დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ იანგარიშება შესაბამისი ვადის ათვლის პირობის წარმოშობის დღე, გარდა ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში ამ რეგლამენტის X თავით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადისა. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში ამ რეგლამენტის X თავით განსაზღვრული ვადების დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე.“.

  3. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უმაღლესი საბჭოს წევრზე არ ვრცელდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნა.“.

  4. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი უმაღლესი საბჭოს დელეგაციების ანგარიშების მოსმენას უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე;“.

5. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. თუ კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვისათვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება/მოხერხდა, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.“. 

6. 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნისას მისი მოადგილის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.“.


მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ბათუმი,

20 ივნისი 2024 წ.

N93-IIს