დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 49-Iს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 16/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016046 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040
) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე;“. 2. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კომიტეტის საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს;“. 3. 44-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს ყოველი წლის შედეგების მიხედვით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანგარიშის განხილვის საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს შეაქვს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.“. 4. 157-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.“.
|
მუხლი 2 |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, კომიტეტის/უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მომდევნო წერილობითი ანგარიში წარადგინონ 2023 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია კომიტეტის/უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. 2024 წლიდან კომიტეტის/უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობის შესახებ წერილობითი ანგარიშის წარდგენა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ბათუმი, 16 დეკემბერი 2021 წ. N49-Iს |
დოკუმენტის კომენტარები