დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 112-უ.ს.გ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 30/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016043 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. უმაღლესი საბჭოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასაშვებია ობიექტური გარემოებების არსებობისას.“. 2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი: „მუხლი 691. საგანგებო სესია საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის ან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტ(ებ)ში) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, თუ აღნიშნული პერიოდი ემთხვევა უმაღლესი საბჭოს მორიგ ან რიგგარეშე სესიას, უმაღლესი საბჭო მუშაობას აგრძელებს საგანგებო სესიის რეჟიმში. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიის პლენარული სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“. |
მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ბათუმი, 30 აპრილი 2020 წ. N112-უ.ს.გ.ს. |
დოკუმენტის კომენტარები