ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016137
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
02/09/2014
ვებგვერდი, 09/09/2014
280010000.35.137.016137
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/09/2014 - 18/03/2015)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 2 სექტემბერი

დ. ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,   მე-19 მუხლის  „ბ“  პუნქტის,  24-ე  მუხლის მე-2  პუნქტის  და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”  61-ე  მუხლის საფუძველზე ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული,  მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური  პროგრამა  დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №7  „ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე



დანართი №1
ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების  სოციალური პროგრამა

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პროგრამის შინაარსი
   1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალურ პროგრამას.

   2.  პროგრამის ბენეფიციარზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა  ამ პროგრამით დადგენილი წესით, სახით  და ოდენობით.


მუხლი 2.  პროგრამის ბენეფიციარი
წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს:  
  1.  უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი  შემდეგი კატეგორიებით:

      ა)  ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა და  ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში;

      ბ) ოჯახი, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი ან დამხმარე ნაგებობა და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები;

      გ) ოჯახი, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები;

  1. მრავალშვილიანი ოჯახი   4 (ოთხი) ან მეტი მცირეწლოვანი შვილით;
  2. ახალშობილის ოჯახი;
  3. ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახი;
  4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახი;
  5. გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახი;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.


თავი II
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება

მუხლი 3. დახმარების  სახე და ოდენობა
    1. უკიდურესად გაჭირვებულ  ოჯახზე საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

    2.  სოციალური დახმარების სახე და ოდენობა ცალცალკე კატეგორიების მიხედვით შეადგენს:

         ა) ოჯახს, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა და  ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა კვების პროდუქტების შესყიდვის სახით - ერთ სულიან ოჯახზე    50 (ორმოცდაათი)  ლარის,  ორ სულიან ოჯახზე    70 (სამოცდაათი)  ლარის  და  სამ და მეტ სულიან ოჯახზე  100 (ასი)  ლარის ღირებულებით;

         ბ) ოჯახს, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი ან დამხმარე ნაგებობა და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა საჭირო სამშენებლო მასალის შესყიდვის სახით, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი)  ლარის ღირებულებით;

       გ) ოჯახს, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაიცემა  სარიტუალო ღონისძიებისთვის საჭირო  კვების პროდუქტების შესყიდვის სახით - 150 ლარის ღირებულებით.


მუხლი 4. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
 1.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

     ა)    განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

     ბ)   პირადობის მოწმობის ასლი;

     გ) ინფორმაცია (დასტური) გამგებლის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და  სოციალური დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ.

  2.  ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.


მუხლი 5. დახმარების  გაცემის წესი
 1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ  გადაეგზავნება განსახილველად  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის  ან მასზე უარის თქმის შესახებ.

2. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს  კომისიის  სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგეობას.

 4.  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 


თავი III
მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება

მუხლი 6. დახმარების  სახე და ოდენობა
მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი შვილი,  საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 200  (ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 7. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  1.  დახმარების მისაღებად  მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

     ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

     ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

     გ)  მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი;

    დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა გამგებლის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში   მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის შესახებ);

     ე)   შვილების დაბადების მოწმობების ასლები.

   2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.


მუხლი 8. დახმარების  გაცემის წესი
     1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

    2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 


თავი IV
ახალშობილის ოჯახის დახმარება

მუხლი 9. დახმარების  სახე და ოდენობა
   ახალშობილის ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად  -  100  (ასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 10. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  1.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

     ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

     ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

     გ)  მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი;

    დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა გამგებლის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის შესახებ);

     ე)  ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი.

    2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.

 


მუხლი 11. დახმარების  გაცემის წესი
     1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

    2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 


თავი V
ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარება

მუხლი 12. დახმარების  სახე და ოდენობა
    ლტოლვილ ან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა  სამჯერადად - აღდგომის (გარდამავალი თარიღი), გიორგობის (23 ნოემბერი) და ახალი წლის დღესასწაულებზე -  100 (ასი)  ლარის ოდენობით.

მუხლი 13. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
    დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანდართული სიით.

მუხლი 14. დახმარების  გაცემის წესი
    გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 

თავი VI
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახის დახმარება

მუხლი 15. დახმარების  სახე და ოდენობა
     საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად  -  აღდგომის დღესასწაულზე   (გარდამავალი თარიღი)  -  100 (ასი)  ლარის ოდენობით.

მუხლი 16. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
    დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულის წინ,  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების თანდართული სიით.

 


მუხლი 17. დახმარების  გაცემის წესი
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

თავი VII
გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახის  დახმარება

მუხლი 18. დახმარების  სახე და ოდენობა
 გარდაცვლილი ომის მონაწილის  ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დაკრძალვის ხარჯების  სახით  გაეწევა  ერთჯერადად  -  250  (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მუხლი 19. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
 1. დახმარების მისაღებად   მოქალაქემ  ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

 ა)      განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)     პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილთან კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ)     ომის მონაწილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე)  გარდაცვლილის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი (ომის მონაწილის სტატუსით);

ვ) ცნობა გამგებლის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ გარდაცვლილს  ნამდვილად კრძალავს ან დაკრძალა განმცხადებელმა.

 2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.


მუხლი 20. დახმარების  გაცემის წესი
 1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსი.

 2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 


თავი VIII
მეორე მსოფლიო ომის მონაწილის დახმარება

მუხლი 21. დახმარების  სახე და ოდენობა
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა  ერთჯერადად – ფაშიზმზე გამარჯვების (9 მაისი) დღესასწაულზე –  50 (ორმოცდაათი)  ლარის ოდენობით.

მუხლი 22. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
    დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულის წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს  იმ პერიოდისთვის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა თანდართული სიით.

მუხლი 23. დახმარების  გაცემის წესი
  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  

 



44. 05/03/2026 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 11 - ვებგვერდი, 06/03/2026 43. 04/02/2026 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 05/02/2026 42. 22/12/2025 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 45 - ვებგვერდი, 23/12/2025 41. 17/04/2025 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 22/04/2025 40. 25/03/2025 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 27/03/2025 39. 20/08/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 46 - ვებგვერდი, 21/08/2024 38. 26/03/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 27/03/2024 37. 23/01/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 23/01/2024 36. 15/01/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 16/01/2024 35. 24/05/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 25/05/2023 34. 07/03/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 09/03/2023 33. 02/08/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 03/08/2022 32. 07/06/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 08/06/2022 31. 01/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 02/03/2022 30. 17/01/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 18/01/2022 29. 23/12/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 32 - ვებგვერდი, 27/12/2021 28. 21/05/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 24/05/2021 27. 21/04/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 22/04/2021 26. 04/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 07/02/2020 25. 13/01/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 14/01/2020 24. 31/10/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 39 - ვებგვერდი, 05/11/2019 23. 06/08/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 32 - ვებგვერდი, 07/08/2019 22. 10/07/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 11/07/2019 21. 04/06/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 10/06/2019 20. 07/05/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 10/05/2019 19. 02/04/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 04/04/2019 18. 15/02/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 20/02/2019 17. 06/11/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 77 - ვებგვერდი, 08/11/2018 16. 04/09/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 74 - ვებგვერდი, 05/09/2018 15. 05/06/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 60 - ვებგვერდი, 12/06/2018 14. 01/05/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 53 - ვებგვერდი, 07/05/2018 13. 16/04/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 46 - ვებგვერდი, 20/04/2018 12. 03/04/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 40 - ვებგვერდი, 13/04/2018 11. 25/01/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 31/01/2018 10. 07/11/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 61 - ვებგვერდი, 09/11/2017 9. 01/08/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 03/08/2017 8. 24/05/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 22 - ვებგვერდი, 25/05/2017 7. 04/04/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 10/04/2017 6. 07/02/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 10/02/2017 5. 03/01/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 06/01/2017 4. 07/06/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 10/06/2016 3. 03/05/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 04/05/2016 2. 18/01/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 20/01/2016 1. 18/03/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 23/03/2015