„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016786
13
25/03/2025
ვებგვერდი, 27/03/2025
280010000.35.137.016786
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2025 წლის 25 მარტი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 95 წლისა და 95 წელს გადაცილებულო მოქალაქეები.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დროს, ინფორმაცია ოჯახის შესახებ, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია დაკრძალვის ხარჯები ან/და უპატრონო გარდაცვლილის დამკრძალავ პიროვნებაზე (მოხსენებითი ბარათით) დადასტურებულ იქნეს მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში (ანგარიშსწორება მოხდეს წარმომადგენლის მიერ დადასტურებულ პირზე).“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მოხსენებით ბარათი მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ გარდაცვლილს ნამდვილად კრძალავს ან დაკრძალა განმცხადებელმა;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი VIII

95 წლისა და 95 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარება

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. დახმარების სახე და ოდენობა

95 წლისა და 95 წელს გადაცილებულ მოქალაქეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან/და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი