,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016233
13
03/05/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
280010000.35.137.016233
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2016 წლის 3 მაისი

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
   შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის  დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014,  280010000.35.137.016137), კერძოდ:

  ა. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

 „8) ასი წლისა და ას წელს გადაცილებულო მოქალაქეები.“;

  ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის  IX თავი:

„თავი IX

ასი წლისა და ას წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარება

    მუხლი 24. დახმარების სახე და ოდენობა

ასი წლისა და ას წელს გადაცილებულ მოქალაქეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

  მუხლი 25. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

  მუხლი 26. დახმარების გაცემის წესი

1.მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტის სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი