დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016427 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დევნილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახი;“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დევნილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარება“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. დახმარების სახე და ოდენობა ლტოლვილ ან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – ახალი წლის დღესასწაულზე – 200(ორასი) ლარის ოდენობით.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია დახმარების გასაცემად მითითებული დღესასწაულის წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანდართული სიით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები