„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016478
2
13/01/2020
ვებგვერდი, 14/01/2020
280010000.35.137.016478
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2020 წლის 13 იანვარი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:



მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014,  280010000.35.137.016137), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს:

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“ და „გ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი  X

შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირების სოციალური  დახმარება

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. დახმარების სახე და ოდენობა

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად  მცხოვრებ  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე  პირებს  საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად  200 (ორასი) ლარის ოდენობით.“;

 ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების   მისაღებად   მოქალაქემ   ადიგენის  მუნიციპალიტეტის   მერიაში   უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ პირი, მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი   წარმომადგენლობის   დამადასტურებელი   დოკუმენტაცია   (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ  პირის  პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ან/და  დაბადების  მოწმობის ასლი;

ე) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ  პირის,  მისი  მშობლის  ან  კანონიერი  წარმომადგენლის  საბანკო   რეკვიზიტები.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

3. ანაზღაურება   განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების   ფორმით   წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი