დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016464 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014; 280010000.35.137.016137), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) გარდაცვალების მოწმობა.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 42 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, მუდმივად მცხოვრებ და უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სიძველისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის აღსადგენად, დახმარება გაეწევა სამშენებლო მასალით (თუნუქით), არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ღირებულებამდე.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 42 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკითხის შესწავლა სამუშაო ჯგუფის მიერ დაიწყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის (მოხსენებით ბარათში დადასტურებული უნდა იყოს მოქალაქის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, საცხოვრებელი სახლის დაზიანება და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა) და მის მიერ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სურათის წარმოდგენის შემდეგ.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. დახმარების სახე და ოდენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – ახალი წლის დღესასწაულზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლი ამოღებული იქნეს; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. დახმარების გაცემის წესი 1) მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2) წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) ბენეფიციარის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; დ) ცნობა მერის წარმომადგენლისაგან ცხოვრების ფაქტის შესახებ; ე) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.“; მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 27-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები