„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016290
33
01/08/2017
ვებგვერდი, 03/08/2017
280010000.35.137.016290
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2017 წლის 1 აგვისტო

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5  მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანდართული სიით.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 14. დახმარების გაცემის წესი

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 16. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების თანდართული სიით.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. დახმარების გაცემის წესი

 გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა თანდართული სიით.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 23-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 23. დახმარების გაცემის წესი

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.

14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 26-ე  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.“.

15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 26-ე  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამაზ ძაძამია