,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016543
32
23/12/2021
ვებგვერდი, 27/12/2021
280010000.35.137.016543
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2021 წლის 23 დეკემბერი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137) კერძოდ:

 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 

„დანართი

ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების  სოციალური პროგრამა

 

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პროგრამის შინაარსი

1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალურ პროგრამას.

2.  პროგრამის ბენეფიციარზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა  ამ პროგრამით დადგენილი წესით, სახით  და ოდენობით.

მუხლი 2.  პროგრამის ბენეფიციარი

წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს: 

1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი  შემდეგი კატეგორიებით:

ა)  ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა და  ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში;

ბ) ოჯახს, რომელსაც ხანძარმა დაუზიანა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები;

გ) ოჯახი, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები;

2. მრავალშვილიანი ოჯახი   4 (ოთხი) ან მეტი არასრულწლოვანი შვილით;

3. ახალშობილის ოჯახი;

4. დევნილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახი;

5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახი;

6. გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახი;

7. ასი წლისა და ას წელს გადაცილებულო მოქალაქეები.

8.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

თავი II

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება

მუხლი 3. დახმარების  სახე და ოდენობა

1. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, რომელსაც არ ჰყავს შრომისუნარიანი პირი, კალენდარული წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

2.  სოციალური დახმარების სახე და ოდენობა ცალ-ცალკე კატეგორიების მიხედვით შეადგენს:

ა) ოჯახს, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ფულადი ფორმით – ერთსულიან ოჯახზე 100 (ასი) ლარის, ორ სულიან ოჯახზე 150 (ასორმოცდაათი)  ლარის, სამ და მეტ სულიან ოჯახზე  200 (ორასი)  ლარის ოდენობით;

ბ) ოჯახს, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაეწევა სარიტუალო ღონისძიებისთვის ფულადი ფორმით – 200 ლარის ოდენობით;

 

მუხლი 4. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ინფორმაცია(დასტური) მერის წარმომადგენლისაგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოჯახის მძიმე ეკონომიური მდგომარეობისა და სოციალური დახმარების   მიზანშეწონილობის   შესახებ. მერის წარმომადგენლის არყოფნის   შემთხვევაში   მუნიციპალიტეტის   მერიის   ადმინისტრაციული   სამსახურის შესაბამისმა სპეციალისტმა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში  ადგილზე გასვლით შეისწავლოს ბენეფიციარის  საცხოვრებელი ადგილი და სოციალური მდგომარეობა;

დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;

ე) გარდაცვალების მოწმობა.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

მუხლი 5.  ხანძრის  შედეგად  დაზარალებული  ოჯახის  სოციალური  დახმარება

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის მთლიანად განადგურების შემთხვევაში  – არაუმეტეს 10000 ლარისა;

ბ) საცხოვრებელი ფართის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში –  არაუმეტეს 5000 ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი – ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის  მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.

4. აქტი ხანძრის შესახებ;

5. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის   მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ხანძრის შედეგად მიყენებული მიახლოებითი ზარალის შესახებ.

მუხლი 6. დახმარების გაცემის წესი

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.

2. განცხადების  შინაარსიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ.

3. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური მოქალაქეთა განცხადებებს და იღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების დროს  მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური ადგენს მოხსენებით ბარათს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს  მერის   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს.

თავი III

მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება

მუხლი 7. დახმარების  სახე და ოდენობა

მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი,  საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 200  (ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 8. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის შესახებ);

ე) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.

მუხლი 9. დახმარების  გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი IV

ახალშობილის ოჯახის დახმარება

მუხლი 10. დახმარების  სახე და ოდენობა

ახალშობილის ოჯახს, რომელიც მაცხოვრებელი/რეგისტრირებულია და რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანობის სტატუსი საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად  100  (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო ახალშობილის ოჯახს, რომელიც მაცხოვრებელი/რეგისტრირებულია და რომელსაც არ აქვს მაღალმთიანობის სტატუსი საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად  200  (ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 11. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი:

გ) მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი:

დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის შესახებ);

ე) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი.

ვ) ცნობა მაღალმთიანობის შესახებ.

ზ) საბანკო რეკვიზიტები

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

მუხლი 12. დახმარების  გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი V

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება

მუხლი 13. დახმარების  სახე და ოდენობა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – ახალი წლის დღესასწაულზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 14 დახმარების  გაცემის წესი

1. დახმარება გაიცემა  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მიერ შექმნილი მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ბენეფიციარის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა მერის წარმომადგენლისაგან ცხოვრების ფაქტის შესახებ;

ე) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

თავი VI

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახის დახმარება

მუხლი 15. დახმარების  სახე და ოდენობა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ერთჯერადად – აღდგომის დღესასწაულზე (გარდამავალი თარიღი) – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 16. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების თანდართული სიით.

მუხლი 17. დახმარების  გაცემის წესი

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი VII

გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახის  დახმარება

მუხლი 18. დახმარების  სახე და ოდენობა

გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დაკრძალვის ხარჯების  სახით  გაეწევა  ერთჯერადად  250  (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მუხლი 19. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილთან კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ომის მონაწილის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) გარდაცვლილის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი (ომის მონაწილის სტატუსით);

ვ) ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ გარდაცვლილს ნამდვილად კრძალავს, ან დაკრძალა განმცხადებელმა;

ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.

მუხლი 20. დახმარების  გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

თავი VIII

ასი წლისა და ას წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარება

მუხლი 21. დახმარების სახე და ოდენობა

ასი წლისა და ას წელს გადაცილებულ მოქალაქეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 22. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების   მისაღებად   მოქალაქემ (ან ოჯახის წევრმა)  ადიგენის  მუნიციპალიტეტის   მერიაში   უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

მუხლი 23. დახმარების გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას, ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას.  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი IX

შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირების სოციალური  დახმარება

მუხლი 24. დახმარების სახე და ოდენობა

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წლამდე და 18 წლიდან ზევით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მუხლი 25. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების   მისაღებად   მოქალაქემ   ადიგენის  მუნიციპალიტეტის   მერიაში   უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ პირი, მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ  პირის  პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ან/და  დაბადების  მოწმობის ასლი;

ე) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ  პირის,  მისი  მშობლის  ან  კანონიერი  წარმომადგენლის  საბანკო   რეკვიზიტები;

ზ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ.

2.ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

3.ანაზღაურება   განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების   ფორმით   წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 26. დახმარების გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას, ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 პირველი იანვრიდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი