„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016713
6
15/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
280010000.35.137.016713
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 15 იანვარი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-9 პუნქტი:

„9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავდაცვის ძალების ვეტერანები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოჯახს, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაეწევა სარიტუალო ღონისძიებისთვის ფულადი ფორმით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისა და სარიტუალო ღონისძიებისათვის დახმარება გაიწევა ფულადი ფორმით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საცხოვრებელი ფართის მთლიანი განადგურების შემთხვევაში – არაუმეტეს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა;

ბ) საცხოვრებელი ფართის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში – არაუმეტეს 10000 (ათი ათასი) ლარისა.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, მოქალაქის მიერ საცხოვრებელი ფართით ფლობა-სარგებლობის შესახებ.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7. დახმარების სახე და ოდენობა

მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. დახმარების სახე და ოდენობა

ახალშობილს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიანობის სტატუსის მქონე დასახლებაში, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ახალშობილს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიანობის სტატუსის არმქონე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. დახმარების სახე და ოდენობა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ერთჯერადად – აღდგომის დღესასწაულზე (გარდამავალი თარიღი) – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. დახმარების სახე და ოდენობა

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წლამდე და 18 წლიდან ზევით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ს  დაემატოს შემდეგი რედაქციის X თავი:

 

თავი X

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური დახმარება

მუხლი 27. დახმარების სახე და ოდენობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ( I ჯგუფი) თავდაცვის ძალების ვეტერან პირებს, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით,  საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 28. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავდაცვის ძალების ვეტერანი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ომისა და  თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობა;

ვ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი