„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016424
74
04/09/2018
ვებგვერდი, 05/09/2018
280010000.35.137.016424
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №74

2018 წლის 4 სექტემბერი

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის  დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)ინფორმაცია (დასტური) მერის წარმომადგენლისაგან შესაბამის  ადმინისტრაციულ ერთეულში ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ. მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა მის მიერ განსახილველ განცხადებებზე ადგილზე გასვლით შეისწავლოს ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი და სოციალური მდგომარეობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი