დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016166 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 61-ე მუხლის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. დახმარების გაცემის წესი 1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ ჩაბარდება განსახილველად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს (შემდგომ - სამუშაო ჯგუფი), რომელიც დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ. 2. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ. 3. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგებელს. 4. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები