,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016440
8
15/02/2019
ვებგვერდი, 20/02/2019
280010000.35.137.016440
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2019 წლის 15 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის  დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014,  280010000.35.137.016137), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს       შემდეგი რედაქციით:

„ა) ოჯახს, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა და  ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ფულადი ფორმით ერთსულიან ოჯახზე    50 (ორმოცდაათი)  ლარის,  ორსულიან ოჯახზე    70 (სამოცდაათი)  ლარის,    სამ და მეტ სულიან ოჯახზე  100 (ასი)  ლარის ოდენობით;“ ;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს       შემდეგი რედაქციით:

„გ) ოჯახს, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაეწევა სარიტუალო ღონისძიებისთვის ფულადი ფორმით 150 ლარის ოდენობით. ";

დ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ)   მე-3   მუხლის   მე-2   პუნქტის   „ა“   და   „გ“   ქვეპუნქტით   გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარის საბანკო  რეკვიზიტები.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დახმარების გაცემის წესი

1.მე-3   მუხლის   მე-2   პუნქტის   „ბ“   ქვეპუნქტებით   გათვალისწინებულ   შემთხვევებში მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადების შემსწავლელ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.

2. განცხადების    შინაარსიდან    გამომდინარე,    მუნიციპალიტეტის    მერიის    სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ.

3.მუნიციპალიტეტის   მერიის   სოციალური   პროგრამების   ბენეფიციართა   განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.  საჭირო  სამშენებლო  მასალის  შესყიდვაზე  დადებითი  გადაწყვეტილების  შემთხვევაში ოჯახის          წარმომადგენელი         (ბენეფიციარი)          ვალდებულია  სამშენებლო მასალა შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წაიღოს დასაწყობებული ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი კარგავს უფლებას, საანგარიშო წლის პერიოდში სამშენებლო მასალის მოთხოვნის განცხადებით განმეორებით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას.

6.  მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“  და  „გ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი  ბარათის საფუძველზე,  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.“ ;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. დახმარების სახე და ოდენობა

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარება  გაეწევა  ერთჯერადად – ფაშიზმზე  გამარჯვების  (9  მაისი) დღესასწაულზე  –  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს მე-X თავი შემდეგი რედაქციით:

„თავი X

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური დახმარება

მუხლი 27. დახმარების სახე და ოდენობა

1. ადიგენის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   რეგისტრირებული   და  ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. ამ  მუხლით  გათვალისწინებულ  სოციალურ  დახმარებას  ბენეფიციარები  მიიღებენ  3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

მუხლი 28. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების   მისაღებად   მოქალაქემ   ადიგენის  მუნიციპალიტეტის   მერიაში   უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)   კანონიერი   წარმომადგენლობის   დამადასტურებელი   დოკუმენტაცია   (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ)  შშმ  ბავშვის,  მისი  მშობლის  ან  კანონიერი  წარმომადგენლის  საბანკო   რეკვიზიტები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

4. ანაზღაურება   განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების   ფორმით   წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 29. დახმარების გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის  შესაბამისობას ამ  პროგრამის  მოთხოვნებთან, შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.

2.  განცხადების და    თანდართული   დოკუმენტაციის    შესაბამისობას,    ამ  პროგრამის მოთხოვნებთან   შესაბამისობის  დადგენის      შემდეგ,      მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი