,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016396
46
16/04/2018
ვებგვერდი, 20/04/2018
280010000.35.137.016396
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №46

2018 წლის 16 აპრილი

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის  დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014,  280010000.35.137.016137), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. დახმარების სახე და ოდენობა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლის ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ორჯერადად – აღდგომის დღესასწაულზე (გარდამავალი თარიღი) – 100 (ასი) ლარის ოდენობით და ახალი წლის დღესასწაულზე – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. დახმარების სახე და ოდენობა

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – ფაშიზმზე გამარჯვების (9 მაისი) დღესასწაულზე – 300 (სამასი ) ლარის ოდენობით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი