დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016526 |
15
21/05/2021
ვებგვერდი, 24/05/2021
280010000.35.137.016526
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137) კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 42 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, მუდმივად მცხოვრებ და უკიდურესად გაიჭრვებულ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სიძველისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ხარჯთაღრიცხვის ან დეფექტური აქტის საფუძველზე დახმარება გაეწევა სამშენებლო მასალისათვის (თუნუქი, ცემენტი) ფულადი სახით, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები