„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016403
53
01/05/2018
ვებგვერდი, 07/05/2018
280010000.35.137.016403
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №53

2018 წლის 1 მაისი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის  დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014.  280010000.35.137.016137), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ოჯახი, რომელიც ახორციელებს მშენებლობას და არის გაჭირვებული;“.

2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოჯახს, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი ან დამხმარე ნაგებობა და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები, ოჯახს, რომელსაც სიძველის გამო ამორტიზებული აქვს შენობა-ნაგებობა, ოჯახს, რომელიც ახორციელებს მშენებლობას და არის გაჭირვებული, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა საჭირო სამშენებლო მასალის შესყიდვის სახით, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ღირებულებით“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადების შემსწავლელ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი