საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017063
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
391
17/09/2012
ვებგვერდი, 17/09/2012
010240010.10.003.017063
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/09/2012 - 02/11/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 391

2012 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილის

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2012 წლის 5 ივნისის 6377) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი         . მერაბიშვილი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

5. სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ სასამართლოში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტოს მისამართია: . თბილისი, ჭანტურიას . №12.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს მიზნებია:

) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა;

) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა;

) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება;

) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.

    მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები

1. სააგენტო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ე) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ვ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ზ) 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას;

თ) სახელმწიფო ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემას, სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ;

ი) ხელშეკრულებების გაფორმებას მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მოძრავი ნივთის, წილებისა და აქციების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას;

კ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველად გადაცემას;

ლ) სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას ქონების (რომლის მესაკუთრეც ვერ დგინდება) მათ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;

) სახელმწიფო ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) სარგებლობაში გადაცემას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით;

ნ) საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემას;

ო) კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იმ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის ან პირთა მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებენ;

პ) სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, კანონით დადგენილი წესით თანხმობის მიცემას სასყიდლიანი აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გაცემაზე;

ჟ) სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებას;

რ) კანონით დადგენილი წესით წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას აუქციონის ფორმით;

ტ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებების განხორციელებას და გადაწყვეტილების მიღებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ცვლილების განხორციელების თაობაზე, ასევე გადაწყვეტილების მიღებას შემდეგ საკითხებზე:

.) საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება;

.) საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღება;

.) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია;

.) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდება;

.) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საწარმოების წმინდა მოგების განაწილება;

.) საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

.) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, გაყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა;

უ) კანონით დადგენილი წესით მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირის მიერ მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, აქციებისა და წილების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემას;

ფ) წილებისა და აქციების, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ქ) კანონით დადგენილი წესით ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელწიფოს საკუთრებად მიღებასთან, აღრიცხვასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ღ) კანონით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ყ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ქონებაზე კანონითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

შ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის უფლებამოსილებებს;

ჩ) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ც) უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების თაობაზე საკითხის მომზადებასა და სამინისტროს მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას;

ძ) სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს;

წ) სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებში სახელმწიფო ქონების იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემას;

ჭ) საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურებას 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ;

) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე სახელმწიფო ქონების შემძენის მიმართვის განხილვას და დასაბუთებული წინადადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის (შემდგომში მინისტრი) წარდგენას შესაბამის ორგანოსთან შუამდგომლობისათვის;

) ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობას სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან, სარგებლობაში გადაცემასთან, ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებასთან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან ან/და სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ, მათ შორის, სააგენტოს დაფუძნებამდე დაწყებულ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც სამინისტრო ან სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს;

ჰ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემას;

1) კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას;

2) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვის ინიციირებას;

3) სახელმწიფო ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და არამართლზომიერი სარგებლობის აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

4) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის ან/და სარგებლობაში გადაცემის პირობის გაუქმების/ცვლილების მიზნით სამინისტროსათვის მიმართვას, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ან, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტთან, ხოლო აუქციონის შემთხვევაში საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის შესახებ;

5) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამებისა და ბიზნესგეგმის შემუშავებას;

6) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნოვატორული საინვესტიციო პროექტების ინიციირებასა და ინვესტორების მოზიდვას;

7) დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს, როგორც თანამესაკუთრის, მიერ თანხმობის გაცემას;

8) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება განახორციელოს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოზე, სახელმწიფო ორგანოზე ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.

 

    მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში თავმჯდომარე), რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

2. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთერთი პირველი მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.

3. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე, მინისტრთან შეთანხმებით.

    მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარე

სააგენტოს თავმჯდომარე:

) წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;

) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღოს თანამშრომლები;

) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს და პასუხისმგებელია მათი მიზნობრივი ხარჯვისათვის;

) ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება თავმჯდომარის მოადგილეზე;

) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;

) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პრივატიზების დეპარტამენტი;

ბ) სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) მობილური ჯგუფი (დეპარტამენტი);

ვ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ფარგლებში შესაძლებელია შეიქმნას სტრუქტურული ერთეულები მომსახურების ცენტრები, რომლებიც იქმნება და რომელთა ტიპური დებულებაც მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მრჩეველი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. მრჩეველთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით.

    მუხლი 7. პრივატიზების დეპარტამენტი

პრივატიზების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებების განხორციელება;

ბ) წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებების განხორციელება;

გ) წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებების განხორციელება;

დ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამის წინადადებების მომზადება;

ე) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამის წინადადებების მომზადება;

ვ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამის წინადადებების მომზადება;

ზ) წინადადებების მომზადება 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

თ) წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ;

ი) თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მართვასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

) უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების თაობაზე წინადადებების მომზადება;

) წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) და მოძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) სასყიდლით, აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

მ) დეპარტამენტის უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და კორესპონდენციის მომზადება;

ნ) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის ან/და სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის მიზნით სამინისტროსთვის მიმართვა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ან, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტთან, ხოლო აუქციონის შემთხვევაში საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის შესახებ;

ო) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობსა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლოსამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

) კანონით დადგენილი წესით წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) წინადადებათა მომზადება კანონით დადგენილი წესით წილებისა და აქციების მართვის უფლებით აუქცინის ფორმით გადაცემის თაობაზე;

რ) სახელმწიფო ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე ხელმოწერა;

ს) საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონის გარეშე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში სასყიდლით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ტ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 8. სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტი

1. სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

) ქონების მართვის სამმართველო;

) საწარმოთა მართვის სამმართველო.

2. ქონების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის თაობაზე;

ბ) სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების განხილვა და წინადადებების მომზადება ქონების (რომლის მესაკუთრეც ვერ დგინდება) მათ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;

გ) საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონის გარეშე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) წინადადებათა მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე;

ე) წინადადებების მომზადება სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, სასყიდლიანი აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე, რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება კანონით დადგენილი წესით;

ვ) კანონით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებების განხორციელება;

 ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ქონებაზე კანონითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემის თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ი) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვის ინიციირება;

 ) სახელმწიფოსათვის გადმოცემულ ქონების, ასევე უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება, სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირებ;

ლ) კანონით დადგენილი წესით წინადადებათა მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;

მ) სამმართველოს უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და კორესპონდენციის მომზადება;

ნ) წინადადებათა მომზადება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოზე, სახელმწიფო ორგანოზე ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე დელეგირების თაობაზე;

ო) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე ხელმოწერა;

პ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3. საწარმოთა მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებების განხორციელება და წინადადებათა მომზადება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ცვლილების განხორციელების თაობაზე;

) კანონით დადგენილი წესით წინადადებათა მომზადება თანხმობის გაცემაზე მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირის მიერ მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, აქციებისა და წილების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ;

) წილებისა და აქციების, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით გადაცემის ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) დადგენილი წესის მიხედვით, საწარმოს წესდების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებათა მომზადება შემდეგ საკითხებზე:

დ.ა) საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება;

დ.ბ) საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღება;

დ.გ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია;

დ.დ) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდება;

დ.ე) საწარმოების წმინდა მოგების განაწილება;

დ.ვ) საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

დ.ზ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, გაყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა;

ე) წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების თაობაზე;

ვ) სამმართველოს უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და კორესპონდენციის მომზადება;

) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი

1. იურიდიული დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:

ა) სამართლებივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებას, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების (გარდა უპირობო აუქციონის გამოცხადებასთან, ასევე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული აქტებისა) სამართლებრივ ექსპერტიზას;

გ) ახორციელებს სააგენტოს სახელით დასადები სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების (მათ შორის, ცვლილებების თაობაზე ხელშეკრულებების) მომზადებასა და შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე ხელმოწერას (გარდა უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გასაფორმებელი ან/და სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემის ხელშეკრულებებისა);

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ე) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

ვ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს და შეიმუშავებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ გადმოგზავნილ, ასევე სხვა დაწესებულებებიდან შემოსულ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების თაობაზე;

) აფორმებს ხელშეკრულებებ მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მოძრავი ნივთის, წილებისა და აქციების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაი უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას;

თ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მას შესაბამის მსვლელობას და უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას.

3. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო:

ა) წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან, სარგებლობაში გადაცემასთან, ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებასთან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან ან/და სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ, მათ შორის, სააგენტოს დაფუძნებამდე დაწყებულ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც სამინისტრო ან სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს;

ბ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს და აძლევს მათ შესაბამის მსვლელობას;

გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

დ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას.

4. სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო:

ა) აწარმოებს სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების რეესტრს;

ბ) ახორციელებს სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგ;

გ) თავმდომარის ბრძანებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს კონტრაჰენტებისთვის გადაცემული ქონების ადგილზე დათვალიერება (შემოწმება);

დ) სახელშეკრულებო პირობების დარღვევის (კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო დასკვნას;

ე) უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კონტრაჰენტისათვის კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას;

ვ) უზრუნველყოფს კონტრაჰენტებისგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, საპრივატიზებო პირობების შესრულების თაობაზე შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარდგენის მოთხოვნას;

ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ან/და სააგენტოს მობილური ჯგუფის (დეპარტამენტის) მიერ, კონტრაჰენტების სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შეფასების საფუძველზე, ამზადებს წინადადებებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვნის მოსამზადებლად;

ი) ამზადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანის თაობაზე;

კ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ამზადებს ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე დასკვნებს ან/და წინადადებებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს და წარუდგენს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სამართლებრივი ექსპერტიზისთვის;

ლ) ამზადებს გასხვისებული სახელმწიფო ქონების მიმართ კონტრაჰენტების მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების სტატისტიკურ მონაცემებს, შესაბამის საინფორმაციო მასალებს;

მ) ამზადებს დასკვნას სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებში სახელმწიფო ქონების იპოთეკით, გირავნობით ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ;

ნ) ამზადებს წინადადებებს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურების თაობაზე 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ;

) განიხილავს ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე სახელმწიფო ქონების შემძენის მიმართვას და უზრუნველყოფს შესაბამის წინადადებათა მომზადებას;

პ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპოდენცის და ახდენს შესაბამის რეაგირება.

    მუხლი 10. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:

ა) საფინანსო სამმართველო;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

გ) ლოჯისტიკისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო.

2. საფინანსო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წინადადებათა მომზადება სააგენტოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თაობაზე;

ბ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) სააგენტოს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

ზ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი;

ი) სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასებასთან, ჩამოწერსა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;

გ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება;

დ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სააგენტოს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება;

ვ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

4. ლოჯისტიკისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;

ბ) სააგენტოს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

ვ) საჭიროებისამებრ სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;

ზ) სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სააგენტოს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა;

 ი) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

კ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

5. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს კადრების მართვის პოლიტიკის უზრუნველყოფა, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

გ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით, სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;

ვ) სასწავლო პროცესების ორგანიზება და მართვა;

ზ) საქმისწარმოების წესების შესაბამისად ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე მინისტრის დავალებების და ბრძანებების შესრულების კონტროლი;

) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 11. მობილური ჯგუფი (დეპარტამენტი)

მობილური ჯგუფის (დეპარტამენტის) ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ქონების დაცვისა და მოვლა-პატრონობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ბ) სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეებისათვის, რომელთაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებენ, მოთხოვნის წარდგენა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სარგებლობაში გადაცემის საფასურის, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე) გადახდის თაობაზე, სარგებლობის მთელი პერიოდისათვის;

გ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) მომართვის ან სხვა პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მოძიება და შესაბამის დეპარტამენტში წარდგენა ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით;

დ) სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლისას, შესაბამისი ორგანოების მიერ საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და ფაქტობრივად გამოთავისუფლებული ფართების ჩაბარება;

ე) სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების კონტრაჰენტების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შეფასება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 12. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

1. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) ბიზნესპროცესების ანალიზის სამმართველო;

ბ) კერძო სექტორთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამმართველო.

2. ბიზნესპროცესების ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამისა და ბიზნესგეგმის შემუშავება;

) სახელმწიფო ქონების განკარგვის ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის დიფერენცირებული და მოქნილი პროცედურების შექმნისა და განვითარების უზრუნველსაყოფად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

) მომსახურების სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და სააგენტოს მომსახურების სტანდარტის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

) სააგენტოს საქმიანობის სფეროში კონსულტაციებისა და მომსახურების სისტემის შექმნის, ცალკეული მომსახურების სრულყოფისა და ახალი მომსახურებების დანერგვის წინადადებების მომზადება;

) სააგენტოს ბიზნესპროცესების მონიტორინგი; მომსახურების ხარისხის კონტროლი; მომსახურების სფეროში არსებული ან/და პოტენციური პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავება;

) მომხმარებელთა არსებული და პოტენციური მოთხოვნილებების და მოლოდინის ანალიზი და მათი დაკმაყოფილების მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების ინიციირება და განხორციელება;

) თანამშრომელთათვის მომხმარებელთა მომსახურების სახელმძღვანელო სტანდარტების შემუშავება და მომსახურების ხარისხის გაზომვადი შეფასების სისტემის შექმნა;

) მომსახურების სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა და სააგენტოს საქმიანობაში მათი დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

) საჭიროების შესაბამისად სააგენტოს მომსახურების სისტემაში „ცხელი ხაზის“ და ვებგვერდის ონლაინკომუნიკატორის მომსახურების სისტემის განვითარება და სრულყოფა;

) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3. კერძო სექტორთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამის მომზადებისა და პერსპექტიული ბიზნესპროექტების ინიციირების მიზნით ბაზრის კვლევა და სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შეფასება; ნოვატორული საინვესტიციო პროექტების ინიციირება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინვესტორების მოზიდვა და მოლაპარაკების პროცესის წარმართვაში მონაწილეობა; სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამისა და ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობა;

ბ) საერთაშორისო დონეზე აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

) საჭიროების შესაბამისად, სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამების განხორციელების მიზნით, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებების განსაზღვრა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათი უზრუნველყოფა; საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში თანამშრომელთა მონაწილეობის საჭიროების დადგენა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათი მოძიების ხელშეწყობა;

) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა; შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და სოციოლოგიური თუ მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და ჩატარება;

) სააგენტოს საქმიანობის, მომსახურებების ან/და სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტების ცნობადობის ამაღლების მიზნით, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წერილობითი ანგარიშების მომზადება და სტატისტიკური მონაცემების წარმოება; სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და კრეატიული სამუშაოს ხელმძღვანელობა; სარეკლამო-საინფორმაციო ტექსტების/მასალების შემუშავება და გავრცელება; ელექტრონული გვერდის მართვა;

) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინირება; მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათ თაობაზე საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სააგენტოს თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის მოძიება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;

) სააგენტოს მარკეტინგული გეგმის შემუშავება;

) სააგენტოს ბრენდის მართვა და მისი იმიჯის წარმოჩენა;

) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 13. სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ერთეულების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია შესაბამისი თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი:

) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) სააგენტოს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ, სააგენტოდან გამავალ კორესპონდენციას;

) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

) წარუდგენს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

) თავმჯდომარესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე თავმჯომარისა და მისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. სამმართველოს უფროსი:

) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს და მითითებებს;

) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;

) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 14. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

    მუხლი 15. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

სააგენტოს დაფინანსების წყაროები შესაძლებელია იყოს:

) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

) სააგენტოსა და მისი მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის, სარგებლობაში გადაცემის პირობის გაუქმების/ცვლილების მიზნით – გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობასაც სააგენტოს წარდგინებით განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო;

) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 16. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.

2. სააგენტოს, სამინისტროს თანხმობით, შეუძლია:

) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

) სესხის აღება;

) თავდებობა;

) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

 ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

    მუხლი 17. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 18. დებულებაში ცვლილების შეტანა

სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

19. 26/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 522 - ვებგვერდი, 28/12/2023 18. 15/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 132 - ვებგვერდი, 16/03/2022 17. 01/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 50 - ვებგვერდი, 03/02/2022 16. 24/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 788 - ვებგვერდი, 28/12/2020 15. 07/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 490 - ვებგვერდი, 07/08/2020 14. 12/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 56 - ვებგვერდი, 15/02/2019 13. 10/04/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 171 - ვებგვერდი, 12/04/2018 12. 29/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 450 - ვებგვერდი, 03/10/2016 11. 17/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 270 - ვებგვერდი, 21/06/2016 10. 22/04/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 197 - ვებგვერდი, 26/04/2016 9. 21/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 131 - ვებგვერდი, 23/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 05/03/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 88 - ვებგვერდი, 09/03/2015 7. 31/10/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 610 - ვებგვერდი, 04/11/2014 6. 29/09/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 564 - ვებგვერდი, 30/09/2014 5. 04/04/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 269 - ვებგვერდი, 07/04/2014 4. 13/02/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 152 - ვებგვერდი, 18/02/2014 3. 09/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 324 - ვებგვერდი, 10/12/2013 2. 11/01/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 16/01/2013 1. 02/11/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 443 - ვებგვერდი, 05/11/2012