„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017491
324
09/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
010240010.10.003.017491
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №324

2013 წლის 9 დკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუ­­ხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შე­სა­­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის  №391 დად­გე­ნი­ლე­­­ბით (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) დამტკი­ცე­ბ­ულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდე­გი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ფ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) წილებისა და აქციების, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტი­ლე­ბ­ით, პირდაპირი გადაცემის ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;“;

ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რო­მლე­ბ­იც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნუ­­ლების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების თა­ობაზე საკითხის მომზადებასა და სამინისტროს მეშვეობით საქართველოს მთა­ვრობისათვის წარდგენას;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„ჰ4) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის ან/და სარგებლო­ბა­ში გადაცემის პირობის გაუქმების/ცვლილების შესახებ სამინისტროსათვის მი­მართვას საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის მიზნით;“.

3. მე-7 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის ან/და სარ­გე­ბ­ლო­ბა­ში გადაცემის პირობის გაუქმების/ცვლილების  შესახებ სამინისტროსათვის მი­მართვა საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის მიზნით;“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქციით:

„გ) წილებისა და აქციების, საქართველოს მთავრობის გადაწყვე­ტი­ლე­ბ­ით, მართვის უფლებით გადაცემის ინიციირება და შესაბამისი ღონის­ძი­ე­ბე­ბ­ის განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი