დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.025569 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1023-IVმს-XIმპ, 11/11/2025) მე-2 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებას მესამე პირის მეშვეობით, განაწილებასა და განადგურებას; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემას; ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტოს სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით მოძრავი ქონების პრივატიზების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სავაჭრო ობიექტების მეშვეობით მოძრავი ქონების პრივატიზების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ფასდაკლებების განსახორციელებლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;“. 3. მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევამდე ან სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემამდე არსებული შეფასების, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები