„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019196
131
21/03/2016
ვებგვერდი, 23/03/2016
010240010.10.003.019196
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2016 წლის 21 მარტი

 ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2012  წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი  შინაარსის  „ჰ9“  ქვეპუნქტი:

„ჰ9) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, უფლებადაურეგისტრირებელი ან/და კერძო საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებასთან დაკავშირებული ზღვრული ხარჯების ოდენობის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების, მეთოდოლოგიისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ღონისძიებებს.“. 

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებასთან დაკავშირებული ზღვრული ხარჯების ოდენობის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების, მეთოდოლოგიისა და გადახდის წესის დამტკიცება, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი