დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.024978 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13/12/2024 წ., №115-Iმს-XIმპ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს აქციონერის/ პარტნიორის უფლებამოსილებას მის მართვაში არსებულ, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ შემდეგ საწარმოებში: ა) შპს ენგურჰესი (ს/ნ: 251716371); ბ) სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ს/ნ: 205170036); გ) სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (ს/ნ: 206237491). 32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას სააგენტო ახორციელებს სამინისტროსგან, საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებისგან დამოუკიდებლად და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში ან საქართველოს საერთო სასამართლოში, გარდა სახელმწიფო საწარმოს აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოში საჩივრდება.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში − თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 29 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები