„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020487
171
10/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
010240010.10.003.020487
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2018 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, 0179, გამზირი ი. ჭავჭავაძე, №49ა.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“,  „გ2“  და „გ3“ ქვეპუნქტები:

„გ1) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

2) ლოჯისტიკის სამსახური;

3) საფინანსო სამსახური;“;

დ)  მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში სასყიდლით გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, სახელმწიფო ქონების სარგებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის დადგენისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და კონტრაჰენტისათვის შეთავაზება;“.

4. მე-8 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო ქონების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის საჭირო და ალტერნატიული ღონისძიებების შერჩევა, რეკომენდაციების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, მათ შორის, სარგებლობის უფლებით გადაცემულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემულისა) მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე, ამავე შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, თანხმობის მიცემის შესახებ წინადადების მომზადება; დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო კომპეტენციის მქონე ორგანოების ინფორმირება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პრივატიზებული ან/და სახელმწიფო ქონების ფართობის დაზუსტებასა და სახელმწიფო ქონების ფართობის უცვლელად საკადასტრო საზღვრების კორექტირებასთან, ასევე ქონების თანასაკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა, წინადადებების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“.

5. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) პირობებით პრივატიზებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე პრივატიზებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის დემონატაჟის თაობაზე მესაკუთრისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე წინადადების მომზადება.“.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საინფორმაციო და დისტანციური მომსახურების სამსახური.“.

8. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საინფორმაციო და დისტანციური მომსახურების სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის ან/და მათგან ინფორმაციის მიღება;

ბ) სააგენტოს ვებგვერდის, სოციალური ქსელის, ონლაინკომუნიკატორის ან სატელეფონო ზარების საშუალებით შესულ შეკითხვებზე/მოთხოვნებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა, აღნიშნული მიზნით, შესაბამისი კომპეტენციის პირისთვის მიმართვა და ინფორმაციის გამოთხოვა; გამოვლენილი პრობლემისა და ხარვეზის აღრიცხვა და შესაბამისი პირისთვის შეტყობინება;

გ) საჭიროების შესაბამისად, სააგენტოს მომსახურების სისტემაში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების შექმნისა და სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან ერთად;

დ) სამსახურის საქმიანობის პერიოდული ანალიზი, ანგარიშების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობის დავალების ან შესაბამისი ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;

ე) ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ვ) სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.

9. მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან (მათ შორის, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობასთან) დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;“.

10. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის მიერ თანხმობის გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირების განცხადებების (გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე წარდგენილი განცხადებებისა) განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ასევე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან (გარდა შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში განსახორციელებელი მშენებლობისა) დაკავშირებით განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;“.

11. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171, 172 და 173 მუხლები:

„მუხლი 171. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური

სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;

გ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება;

დ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სააგენტოს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება;

ვ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ზ) სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 172. ლოჯისტიკის სამსახური

ლოჯისტიკის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ნივთებით;

ბ) სააგენტოს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

ვ) საჭიროებისამებრ, სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;

ზ) სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა;

ი) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

კ) სააგენტოს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 173. საფინანსო სამსახური

საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:

ა) წინადადებათა მომზადება სააგენტოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თაობაზე;

ბ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) სააგენტოს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

ზ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით,  სახელმწიფო ბიუჯეტში, აგრეთვე, სააგენტოს საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, თანხების უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

კ) სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.

13. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას −  თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.“.

14. მე-18 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტისა და სამსახურის უფროსს, ასევე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.“;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილისა და თავმჯდომარის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი