„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021071
56
12/02/2019
ვებგვერდი, 15/02/2019
010240010.10.003.021071
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2019 წლის 12 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-18 მუხლის:

1. 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს ჰყავთ მოადგილე. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ან სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას – თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტისა და სამსახურის უფროსს, ასევე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.“.

3.  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამსახურის უფროსი   ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილისა და თავმჯდომარის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე