„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019516
450
29/09/2016
ვებგვერდი, 03/10/2016
010240010.10.003.019516
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №450

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2012  წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი  შინაარსის  „ჰ10“  ქვეპუნქტი:

„ჰ10“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშესაწყობად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე პირების მიერ მომზადებული „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის პროექტის შერჩევას.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი