„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017168
4
11/01/2013
ვებგვერდი, 16/01/2013
010240010.10.003.017168
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2013 წლის  11 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექ­ტემ­ბრის  №391 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  17/09/2012, სარეგის­ტრა­ციო კოდი 010240010.10.003.017063) დამტკიცებულ დებულებაში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლობას ყვე­ლა ინსტანციის სასამართლოში;“.

2. მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწ­ყ­ვე­ტად უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისი­ები­/კო­მიტეტები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი;“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ" ქვეპუნქტი:

„ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი.“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს აქვს სტრუქტურული ერთეულები –მომსახურების ცენტრები, რომლებიც იქმნება და რომელთა ტიპური დებულებაც მტკიც­დება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. სააგენტოს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით მოახ­დი­ნოს უფლებამოსილებების დელეგირება მომსახურების ცენტრებზე.“.

5. ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტები.

6. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

„ა) წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სა­ხელ­მწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან, სარგებლობაში გადა­ცემა­სთან, ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან, სახელ­მწიფო ქონებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებასთან, სახელმ­წიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან ან/და სააგენ­ტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ­ლებშიც სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს;“.

7. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. ანალიტიკური დეპარტამენტი

ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების წლიური ფინან­სუ­რი ანგარიშგებების ანალიზი;

ბ) საწარმოების ბიზნესგეგმის პროექტების ფინანსური დამუშა­ვების მიზნით მეთოდოლოგიური რეკომენდაციებისა და მასალების მომზა­დე­ბა, ამ საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოში წარმო­დგენილი ბიზ­ნეს­გეგმის პროექტების ფინანსური ანალიზი და მათი დამტკიცების მიზ­ნით შესაბამისი წინადადებების/დასკვნის მომზადება;

გ) საწარმოების  მოგების განაწილების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება;

დ) საწარმოთა მოგების განაწილების თაობაზე მიღებული გადა­წ­ყვეტილებების შესრულების მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვე­ვაში, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში, საწარმოების კაპიტალის დაგეგმილი ცვლილების ფინანსური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საწარმოსათვის დამტკიცებული ბიზნესგეგმის  შესრულების მიმ­დინარეობის ფინანსური მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შე­სა­ბამისი ღონისძიებების განხორციელება; საწარმოთა ბიზნესგეგმების შესრულების წლიური ფინანსური შედეგების თაობაზე ინფორმაციის მომ­ზადება და შესაბამის წინადადებებთან ერთად სააგენტოს ხელმ­ძღვანელობისათვის წარდგენა;

ზ) საწარმოების ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწ­მების ჩატარების თაობაზე წინადადებების მომზადება და სააგენტოს ხელ­მძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) საწარმოების მიერ სესხის აღებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადების განხილვა და სათანადო ფინანსური ანალიზის საფუძველზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის კონკრეტული წინადადებე­ბის/დას­კვნების წარდგენა;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოებიდან  სახელ­მწიფო ბიუჯეტის მიმართ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალია­ნე­ბათა რესტრუქტურიზაციის შესახებ შემოსული წინადადებების გან­ხილ­ვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადების მომზადება;

კ)  საპრივატიზებო ობიექტების თაობაზე საინვესტიციო პროექტე­ბის მომზადება და საპრივატიზებო ობიექტების  საინვესტიციო ღირებუ­ლების განსაზღვრა;

ლ) შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტების და/ან საპრივატი­ზებო პირობების ფინანსური ანალიზი;

მ) ქვეყანაში ჩამოყალიბებული ბიზნესგარემოს ანალიზიდან გამო­მ­დინარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების ფი­ნანსური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების მომ­ზადება;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საწარმოთა ფინანსური ანალი­ზის საფუძველზე საწარმოების  პრივატიზების, რეორგანიზაციის, რეაბი­ლი­ტაციის, ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების/დასკვნების მომზა­დება;

ო) მონაწილეობა საპრივატიზებო ობიექტების ყოველწლიური ნუს­ხის  შედგენაში,  სახელმწიფო  ქონების  პრივატიზებიდან  მისაღები ყო­ვე­ლ­წლიური სავარაუდო შემოსავლების მოცულობის დადგენასა და საა­გენტოს შემოსავლების პროგნოზირებაში;

პ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შე­სა­ბამისი რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი