დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 269 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.017889 |
269
04/04/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
010240010.10.003.017889
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) უფლებამოსილია სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელება დააკისროს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;“. 2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები