„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.024355
522
26/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010240010.10.003.024355
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №522

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“:

1. მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, განკარგავს სააგენტოს სახსრებს და პასუხისმგებელია მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;“.

2. მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის საჭირო რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის, სარგებლობის უფლებით გადაცემულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემულისა) მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე, ამავე შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, თანხმობის მიცემის შესახებ წინადადების მომზადება; დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო კომპეტენციის მქონე ორგანოების ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“.

3. მე-14 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური.“;

ბ) მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

ე) საჭიროებისამებრ, სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა. სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;“;

გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების დაცვასა და მოვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის ორგანიზება;

გ) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უსახური, ავარიული, დაზიანებული ან/და საფრთხის შემცველი უძრავი ქონების სარემონტო/ სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელების ორგანიზება;

დ) ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება;

ე) ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი მომსახურების/ საქონლის შესყიდვის ორგანიზება სახელმწიფო შესყიდვების სამსახურთან კოორდინაციით, მათ შორის, ტექნიკური დავალების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთების ნუსხის წარმოება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი