„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017771
152
13/02/2014
ვებგვერდი, 18/02/2014
010240010.10.003.017771
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2014 წლის 13 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იური­დი­უ­ლი პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექ­ტემ­ბ­რის  №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენი­ლე­ბით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი­ით:

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამი­ნის­ტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რო­მელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებე­ბით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „სახელმ­წიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეო­ბებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

5. სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომში – სასამართლოში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახუ­ლებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ. №12.

 

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს მიზნებია:

ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა;

ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა;

გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორცი­ელება.

 

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები

1. სააგენტო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქცი­ონის ფორმით პრივატიზებას (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცე­მული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) და მასთან დაკავში­რებულ ღონისძიებებს;

გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებ­რივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდა­პირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიე­ბებს;

ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომე­ლიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრე­ბაში მიქცეული) პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირებასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებ­რივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ზ) 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას;

თ) საქართველოს მთავრობის თანხმობით, სახელმწიფო ქონების ფი­ზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემას, სახელ­მ­წი­ფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ;

ი) ხელშეკრულებების გაფორმებას მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მოძრავი ნივთის, წილებისა და აქციების პრივატიზების ინიციირებას და, საჭიროების შემთხვევაში, უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახა­ზე­ბის მომზადებას;

კ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველად გადაცემას;

ლ) სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხა­დების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას ქონების (რომლის მესა­კუთრეც ვერ დგინდება) მათ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;

მ) სახელმწიფო ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცე­მული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) სარგებლობაში გადა­ცემას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სას­ყიდლით, აუქციონის ფორმით;

ნ) საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, კერძო სა­მარ­თლის სუბიექტისთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში აუქციო­ნის გარეშე გადაცემას;

ო) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იმ სახელმწიფო ქო­ნებით მოსარგებლე პირის ან პირთა მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ამ ქო­ნე­ბით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დო­კუ­მენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კო­მერციული მიზნით) იყენებენ;

პ) სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომი­უ­რი რესპუბლიკის ორგანოსათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომე­ლ­საც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, კანონით დადგენილი წესით თანხმობის მიცემას სასყიდლიანი აუქციო­ნის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გაცემაზე;

ჟ) სახელმწიფო ქონების ბაზაზე სააქციო საზოგადოებების, შეზღუ­დული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერ­ცი­ული) იურიდიული პირების დაფუძნებას;

რ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთა­ვაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესა­ბა­მისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ს) წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას აუქციონის ფორმით;

ტ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებების განხორციელებას, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებას შემდეგ საკითხებზე:

ტ.ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ცვლილების განხორციელება;

ტ.ბ) საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება;

ტ.გ) საწარმოების მიერ  სასესხო ვალდებულებების და კრედიტების აღება;

ტ.დ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია;

ტ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საწარმოების წმინდა მოგე­ბის განაწილება;

ტ.ვ) საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

ტ.ზ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩა­მო­წერა, გაყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კო­დექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა;

უ) მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირის მიერ მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, აქცი­ე­ბი­სა და წილების, ასევე, ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციე­ლების შესახებ თანხმობის გაცემას;

ფ) წილებისა და აქციების, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტი­ლებით, პირდაპირი გადაცემის ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ქ) ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთ­რე­ბად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ღ) თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუ­სხ­ვისებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცე­მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ყ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტო­რიაზე არსებულ სახელმწიფო ქონებაზე კანონითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

შ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყო­ბის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმარ­თველის უფლებამოსილებებს;

ჩ) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფ­ლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ც) უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომ­ლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სა­ხელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სა­მე­ურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორ­მით პრივატიზების თაობაზე საკითხის მომზადებასა და სამინისტროს მეშვეობით საქართველოს  მთავრობისათვის წარდგენას;

ძ) სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გა­და­ცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს;

წ) სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულები­დან გამომდინარე ურთიერთობებში სახელმწიფო ქონების იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწი­ნებული სხვა უფლებით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემას;

ჭ) საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრუ­ლე­ბის დადასტურებას 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონ­კურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ სა­კუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ;

ხ) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირის მი­მართვის განხილვას და დასაბუთებული წინადადებით სამინისტრო­სათვის წარდგენას შესაბამის ორგანოსთან შუამდგომლობისათვის;

ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლობას ყვე­ლა ინსტანციის სასამართლოში;

ჰ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფ­ლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახე­ლმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრე­თ­ვე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლო­ბე­ბი­სა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზე­ბული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემას;

1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას;

2) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვის ინიციირებას;

3) სახელმწიფო ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და არამარ­თლზომიერი სარგებლობის აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიე­ბების განხორციელებას;

4) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის ან/და სარგებ­ლობაში გადაცემის პირობის გაუქმების/ცვლილების, აგრეთვე, სახელ­მწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებე­ლი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე სამინისტროსა­თვის მიმართვას საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის შესახებ;  

5) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნოვატორული საინვესტი­ციო პროექტების ინიციირებასა და ინვესტორების მოზიდვას;

6) დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმ­წიფოს, როგორც თანამესაკუთრის, მიერ თანხმობის გაცემას;

7) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო ქონებასთან დაკავ­ში­რებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების, აგრეთვე, სახელმწი­ფო ქონების განკარგვის/სარგებლობის უფლებით გადაცემის ცალკეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის უფლებამოსილების დელეგირება განახორციელოს სახელმწიფო ორგა­ნოზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, აჭარის ავტონომიური რე­ს­პუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე ან სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოზე.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრული საქ­მიანობის გარდა შესაბამისი მიმართვის არსებობისას, ასევე განახორ­ციე­ლოს მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა უფ­ლე­ბამოსილებები, მათ შორის, დაინტერესებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა, რომლებიც დაფუძნებულია სახელმ­წი­ფოს მიერ ან/და რომლებშიც სახელმწიფო ფლობს გარკვეულ წილს/აქ­ციას.

 

მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდ­გომ­ში – თავმჯდომარე), რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში –  მინისტრი) პირველი მოადგილე/მოადგილე. თავმჯდომარეს თანამდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.  თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, ამათგან ერთ-ერთი – პირ­ვე­ლი მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალე­ობას ასრულებს პირველი მოადგილე, ან თავმჯდომარის დავალებით - მისი ერთ-ერთი მოადგილე.

3. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამ­დებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე, მინისტრთან შეთანხმე­ბით.

 

მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარე

სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა სამარ­თლებრივი აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსი­ლე­ბების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ვ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრო­მითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღოს თანამშრომლები;

ზ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს და პასუხისმგებელია მათი მიზნობრივი ხარჯვისათვის;

ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადა­საწ­ყვეტად, უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიე­ბი/კო­მიტეტები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმია­ნო­ბის წესი;

კ) უფლებამოსილია, მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინი­ჭე­ბული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება თავმჯდომა­რის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე;

ლ) უფლებამოსილია, თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახა­ლი­სე­ბისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

მ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;

ნ) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მა­ტე­რია­ლური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენ­ტოს ამოცანების შესასრულებლად;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსი­ლებებს.

 

მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტუ­რუ­ლი ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტი;

ბ) სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და  მონიტორინგის დეპარტა­მენტი;

გ) იურიდიული  დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ვ) ანალიტიკური დეპარტამენტი;

ზ) რთული შემთხვევების მართვის დეპარტამენტი;

თ) მომსახურების მხარდაჭერის  დეპარტამენტი.

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ბ) კორესპონდენციის მართვის სამსახური;

გ) საინფორმაციო და დისტანციური მომსახურების  სამსახური;

დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში შე­მავალი სტრუქტურული ერთეულები;

ე) მინისტრის ბრძანების შესაბამისად შექმნილი მომსახურების ცენ­ტრები.

4. მომსახურების ცენტრების ტიპური დებულება მტკიცდება მინის­ტრის ბრძანებით.

5. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მრჩეველი/მრჩევლები, რომელ­თაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავ­მჯდომარე. მრჩეველთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება თავმ­ჯდომარის უფლებამოსილების ვადით.

 

მუხლი 7. სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტი

1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულე­ბისაგან:

ა) გაყიდვების მხარდაჭერის სამსახური;

ბ) გაყიდვების სამსახური.

2. გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის ფუნქციებია:

ა) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებუ­ლი ქონების აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვისა და კონკუ­რენ­ტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივა­ტი­ზების (გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახელმწი­ფო ქონების საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებისა) ინიციირება და   შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ბ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწ­ყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწი­ფო ქონების მართვასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული ღო­ნისძიებების განხორციელება;

გ) კანონით დადგენილი წესით წილების ან აქციების ან სერტი­ფი­კატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირ­ჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსე­ბული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატი­ზების ინიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში სასყიდლით გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) წინადადებათა მომზადება წილებისა და აქციების მართვის უფ­ლე­ბით სასყიდლით გადაცემის თაობაზე;

ვ) შესაბამისი მიმართვის არსებობისას, საჯარო სამართლის იური­დიული პირების, აგრეთვე, იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ ან/და რომლებშიც სახე­ლ­მწიფო ფლობს გარკვეულ წილს/აქციას, ქონების განკარგვის ხელშეწ­ყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცე­მის/მარ­თვის უფლებით გადაცემის მიზნით, ინფორმაციული უზრუნ­ველყოფისთვის საჭირო სამუშაოებში და ინფორმაციის არხების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;

ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავში­რე­ბით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირე­ბა.

3. გაყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ქონების პოტენციური შემძენების/სარგებლობის უფ­ლებით მიმღები/მართვის უფლებით მიმღები პირების მოძიების მიზ­ნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და მოლაპარაკების წარ­მართვა;

ბ)  საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ გასავრცელებელი ინფორმაციის მომზადება და გავრცელების არხების განსაზღვრა;

გ) სააგენტოს მიერ  სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარ­გებ­ლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის გეგმის განსაზღვრის შემთხვევაში მისი შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გან­ხორციელება; გეგმის შემუშავებასა და მარკეტინგული ღონისძიებების განსაზღვრაში  მონაწილეობა;

დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე, იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომლებიც დაფუძნებულია სახელმ­წიფოს მიერ ან/და რომლებშიც სახელმწიფო ფლობს გარკვეულ წილს/აქ­ციას, მოლაპარაკებების წარმოება მათ საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით; ამავე მიზნით მოლაპარაკების წარმო­ება პოტენციურ კონტრაჰენტებთან;

ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავ­ში­რებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგი­რება.

 

მუხლი 8. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეუ­ლის) მომართვის ან სხვა პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის სა­ფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძ­რა­ვი ნივთის მოძიება, მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების (დამოუკიდებლად ან/და შესაბამისი მომსახუ­რების საფუძველზე) განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების ხელყოფის აღ­კვე­თის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და ფაქტობრივად გამოთავისუფლებული სახელმწიფო ქონების ჩაბარება;

გ) სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეებისათვის, რომელთაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამა­დას­ტუ­რებელი დოკუმენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობი­სათვის (კომერციული მიზნით) იყენებენ, მოთხოვნის წარდგენა საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი მფლობელობის პერიოდში სარგებლობის საფასურის საბაზრო ღირებულების შესაბა­მისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე) გადახდის თაობაზე;

დ) სახელმწიფო ქონების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის საჭირო და ალტერნატიული ღონისძიებების შერჩევა, რეკომენდაციების  მომზადება და მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება; დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დარღვე­ვების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო კომპეტენციის მქონე ორგანო­ების ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიე­ბების განხორციელება;

ე) პრივატიზებული ან/და სახელმწიფო ქონების ფართობის და­ზუ­სტებასა და სახელმწიფო ქონების ფართობის უცვლელად საკადასტრო საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა, წინადადებების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის სახელშეკრულებო ვალდებულე­ბათა მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების კონტრაჰენტების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შე­ფასება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის და მონიტორინგის შედე­გების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;

თ) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადმოცემული ქონების მი­ღება და მასზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ნივთის მიღება და მასზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი ღო­ნისძიებების განხორციელება;

კ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შე­საბამისი რეაგირება.

 

მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი

1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულები­საგან:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახური;

გ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახური.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებ­რივი აქტების მომზადების უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მი­ერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების (გარდა უპირო­ბო აუქციონის გამოცხადებასთან, ასევე, სახელმწიფო ქონების უსასყიდ­ლოდ,  პირობების გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული აქტების) სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) სააგენტოს სახელით დასადები, სახელმწიფო ქონების განკარ­გვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულე­ბების სტანდარტული ნიმუშების/ფორმების (მათ შორის, ცვლილებების თაობაზე) მომზადება;  

დ) სააგენტოს სახელით დასადები, სახელმწიფო ქონების განკა­რგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრუ­ლე­ბების არასტანდარტული პროექტების (მათ შორის, ცვლილებების თაობაზე) მომზადება და სააგენტოს სახელით ხელმოწერა;  

ე) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრი­ვი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული სა­ჩივრის განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეუ­ლე­ბის) ჩართვის უზრუნველყოფა;

ვ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან შემოსული სამართ­ლებ­რივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ზ) სააგენტოს  სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მი­ერ მოწოდებული, ასევე სხვა დაწესებულებებიდან შემოსული ხელშეკ­რულებებისა და შეთანხმებების პროექტების თაობაზე სააგენტოს კომპე­ტე­ნციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვ­ნების შემუშავება;

თ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და  შესა­ბა­მისი რეაგირება.

3. სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ქო­ნების მართვასთან, განკარგვასთან, სარგებლობაში გადაცემასთან, ქონე­ბის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან, სახელმწიფო ქონებას­თან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებასთან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან ან/და სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ  სამოქალაქო, ადმი­ნის­ტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც სააგენტო წარ­მოადგენს მხარეს ან მესამე პირს, წარმომადგენლობა;

ბ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და მათთვის შესაბა­მისი მსვლელობის მიცემა;

გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი და­ვების ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობაში ცვლილების შეტა­ნის თაობაზე წინადადებების მომზადება;

დ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

4. სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვას­თან/სა­რგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული მოქმედი ხელ­შეკრულებების რეესტრის წარმოება;

ბ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადე­ბული ხელშეკრულებებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულე­ბათა შესრულების მონიტორინგი;

გ) შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძ­ვე­ლ­ზე, სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადე­ბული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებისათვის გადაცემული ქონების ადგილზე დათვალიერება (შემოწმება);

დ) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის (კონტრაჰენ­ტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან/და არაჯე­როვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო დასკვნის მომზადება;

ე) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კონტრაჰენტისათვის კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალი­ს­წინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საჭირო ღონისძიებე­ბის განხორციელება;

ვ) სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურე­ბის მიზნით, კონტრაჰენტებისაგან, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდი­ტო­რული დასკვნის, ხოლო საჭიროების შემთხვევებში, დამატებითი აუ­დი­ტორული ან/და საექსპერტო დასკვნის წარდგენის მოთხოვნა;

ზ) სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავში­რებით კონტრაჰენტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ან/და სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ კონტრაჰენტების სა­ხელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შეფასების სა­ფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადას­ტუ­რების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

თ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადე­ბულ ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანის მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექ­ტე­ბის მომზადება;

ი) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ხელშეკრულებების მოშ­ლის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

კ) თავმჯდომარის დავალების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემისას, კონტრაჰენტების მიერ  შეს­რულებული/შესასრულებელი  ვალდებულებების შესახებ შესაბამისი ინ­ფორ­მაციის მომზადება;

ლ) სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულე­ბიდან გამომდინარე ურთიერთობებში ქონების იპოთეკით, გირავნობით ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ წინადა­დებების მომზადება;

მ) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირის მიმართვის განხილვა და  შესაბამის ღონისძიებების განხორციელება;

ნ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესა­ბამისი რეაგირება.

 

მუხლი 10. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულე­ბისაგან:

  ა) საფინანსო სამსახური;

 ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

 გ) ლოჯისტიკის სამსახური.

 2. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:

ა) წინადადებათა მომზადება სააგენტოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თაობაზე;

 ბ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღ­სრულების კოორდინაცია;

გ) სააგენტოს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარ­ჯვის უზრუნველყოფა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

 ე) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარი­შებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სის­წორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

 ზ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

 თ) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში, აგრეთვე, სააგენტოს საბანკო ანგარიშზე თანხე­ბის ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი და შესაბამისი სამართლებ­რივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში თანხების უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

 ი) სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან და­კავ­შირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენი­ლი წესის შესაბამისად;

კ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

 ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცე­დუ­რების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდ­ვების სააგენტოში წარსადგენად;

 გ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება;

 დ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სააგენტოს მიერ შერჩე­ულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულე­ბის მომზადება და დადება;

 ვ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდე­ბლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ზ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

 4. ლოჯისტიკის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილო­ბებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ნივთებით;

 ბ) სააგენტოს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუ­ფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

 გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

 ვ) საჭიროებისამებრ სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობებ­ისა­თ­ვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშა­ო­ების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღ­რიც­ხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; საა­გენტოს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შე­კეთების კოორდინაცია;

ზ) სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტ­რალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნ­ველყოფა;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სააგენტოს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა;

 ი) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

კ) სააგენტოს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერი­ალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 ლ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესა­ბა­მისი რ­ეაგირება.

 

მუხლი 11. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

 1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულე­ბისაგან:

 ა) დაგეგმვისა და კონტროლის სამსახური;

ბ) სერვისებისა და პროცედურების განვითარების სამსახური;

 გ)  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

2. დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურის ფუნქციებია:

  ა) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამისა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავება, სააგენტოს განვითარების სტრა­ტეგიის პერიოდულად განახლების შესახებ შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

 ბ) სააგენტოს საქმიანობის წლიური დაგეგმვის პროცესის ორგანი­ზება და მასში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულე­ბის) ჩართულობის უზრუნველყოფა;

 გ) სააგენტოს ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმების შეს­რულების მონიტორინგი, პერიოდული ანგარიშის მომზადება და სააგენ­ტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესა­ბამისი რეაგირება.

 3. სერვისების და პროცედურების განვითარების  სამსახურის ფუნქციებია:

 ა) სააგენტოს ბიზნესპროცესებისა და პროცედურების აღწერა, მათი გან­ვითარებისა და ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება;

 ბ) მომსახურების სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებული საუ­კეთესო პრაქტიკის შესწავლა და სააგენტოს მომსახურების სტანდარ­ტის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყო­ფად წინადადებების შემუშავება;

  გ) სააგენტოს საქმიანობის სფეროში კონსულტაციებისა და მომსახუ­რების სისტემის შექმნის, ცალკეული მომსახურების სრულყოფისა და ახა­ლი მომსახურებების დანერგვის წინადადებების მომზადება;

 დ) მომსახურების ხარისხის კონტროლი; მომსახურების სფეროში არ­სებული ან/და პოტენციური პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფი­ცირება და მათი აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავება;

ე) მომხმარებელთა არსებული და პოტენციური მოთხოვნილებების და მოლოდინის ანალიზი და მათი დაკმაყოფილების მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების ინიცირება და განხორციელება;

  ვ) თანამშრომელთათვის მომხმარებელთა მომსახურების სახელმძ­ღვა­ნელო სტანდარტების შემუშავება;

 ზ) სააგენტოს მომსახურებაში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მიზეზების ანალიზი და მის შედეგებზე შემაჯამებელი ანგარიშის წარ­დგენა;

თ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

 4. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

 ა) სააგენტოს მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა;

ბ) სააგენტოს მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციე­ლების ორგანიზება;

 გ) სააგენტოს საქმიანობის, მომსახურებების ან/და სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტების ცნობადობის ამაღლების მიზნით, საკომუ­ნი­კაციო არხების შერჩევა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციე­ლება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილობითი ანგარიშების მომზა­დება და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;

ე) სარეკლამო-საინფორმაციო ტექსტების/მასალების შემუშავება და გავრცელება;

ვ) ინტერნეტრესურსების მართვა;

 ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან ერთად სააგენ­ტოს შიდაკომუნიკაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელების უზ­რუნ­ველყოფა;

 თ) სააგენტოს ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება საჭიროების შემთხვევაში მასში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ჩარ­თვის უზრუნველყოფით;

ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორ­მაციის მონიტორინგი, სააგენტოს დადებითი რეპუტაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანი­ზება;

კ) სააგენტოს საქმიანობაში არსებული  სიახლეების შესახებ ინფორ­მა­ციის შეგროვება და მათ თაობაზე საზოგადოებისა და მასობრივი ინფო­რ­მაციის საშუალებების ინფორმირება;

ლ) სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე საზო­გადოებრივი აზრის კვლევა; შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და სოციოლოგიური თუ მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და ჩატა­რება;

მ) სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემისა და ახალი მომსახურების დანერგვის მიზნით ბაზრის წინასწარი კვლევა და კვლევის შედეგების წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის;

ნ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

 

 მუხლი 12. ანალიტიკური დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციებია:

  ა) სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი; საწარმოების ფინანსური ანგარიშგების აუდი­ტორული შემოწმების ჩატარების თაობაზე წინადადებების მომზადება და  სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ბ) საწარმოთა მხრიდან შემოსული ფინანსურ და ქონებრივ მონაცემ­თა ბაზის წარმოება, მართვა და კონტროლი;

 გ) საწარმოთა მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების მომ­ზადება, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის ორ­განიზება და მონიტორინგის შედეგების მიხედვით შესაბამისი სტრუქ­ტურული ქვედანაყოფის/ერთეულისათვის  მიმართვა შემდგომი რეაგი­რების მიზნით;

დ) საწარმოსათვის დამტკიცებული ბიზნესგეგმის  მიმდინარე და სა­ბო­ლოო შესრულების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა, ანალიზი და რე­კომენდაციების მომზადება;

 ე) სააგენტოში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების პროექტების ფინან­სური ანალიზი და მათი დამტკიცების მიზნით შესაბამისი წინადადე­ბების/დასკვნის მომზადება;

 ვ) საწარმოების მიერ სესესხო ვალდებულებების აღებასა და საწა­რმოს ქონების გირავნობით/იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით შემოსული განცხადების განხილვა და სათანადო ფინანსური ანალიზის საფუძველზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების/დას­კვ­ნების წარდგენა;

 ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საწარმოთა ფინანსური ანა­ლიზის საფუძველზე საწარმოების პრივატიზების, რეორგანიზაციის, რეა­ბილიტაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების/დასკვნების მომზადება;

თ) სახელმწიფო საწარმოთა განვითარების რეკომენდაციების მომზა­დება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

 ი) სახელმწიფო  საწარმოებიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლე­ბის მოცულობის ანალიზი;

 კ) საწარმოების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვადა­გა­და­ცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძ­ველზე შესაბამისი რეკომენდაციების  მომზადება;

ლ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შე­საბამისი რეაგირება.

 

 მუხლი 13. რთული შემთხვევების მართვის დეპარტამენტი

 დეპარტამენტის ფუნქციებია:

 ა) სახელმწიფო ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის პროცესში გამოვლენილი რთული საკითხების გადაწყვე­ტი­სათვის საჭირო  ინფორმაციის მოკვლევა და ანალიზი;

 ბ) თავმჯდომარის ან უშუალო ხელმძღვანელის დავალების საფუ­ძველზე, განსახილველი პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების და­სახვა, განსახორციელებელი მოქმედებების გეგმის და საჭირო რესურ­სების (მათ შორის, ადამიანური) განსაზღვრა; პრობლემის იდენტიფი­ცირებისა და გადაწყვეტის პროცესში ჩართულ პირებთან უკუკავშირი, დაგეგმილი მოქმედებების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე მესამე პირებთან ურთიერთობა;

 გ) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფ­ლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირე­ბული ღონისძიებების განხორციელება;

 დ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მიმდინარე და დასრუ­ლე­ბული რთული შემთხვევების  თაობაზე პერიოდული ანგარიშის  მომ­ზადება;

 ე) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შე­სა­ბამისი რეაგირება.

 

 მუხლი 14.  მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტი

 1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულები­საგან:

 ა) საჯარო სექტორთან ურთიერთობის სამსახური;

ბ) კერძო სექტორთან ურთიერთობის  სამსახური;

 გ) სახელმწიფო საწარმოთა მართვის  სამსახური.

 2. საჯარო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის შესაბამისი ორგანოს, ასევე, ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის განცხადების განხილვა და წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების მათ სარ­გებლობაში (მათ შორის, პირველად სარგებლობაში) გადაცემის თაობაზე;

 ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არა­სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრი­რების თაობაზე წინადადებათა მომზადება;

 გ) სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით, სასყიდლიანი სარგებ­ლობის უფლებით გაცემაზე სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, ადგილობრივი თვი­თ­მმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდი­ული პირისათვის (რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება კანონით დადგენილი წესით) თანხმობის მიცემის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუს­ხვი­სებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემას­თან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

 ე) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტო­რიაზე არსებულ სახელმწიფო ქონებაზე კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;

 ვ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფ­ლე­ბის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმ­წიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე წინადადებათა მომზადება;

  ზ) კანონით დადგენილი წესით წინადადებათა მომზადება აჭარის ავ­ტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;

 თ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

 3. კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების ფიზიკური და იუ­რიდიული პირების საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადმოცემის თა­ო­ბაზე;

ბ) საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონის გა­რეშე სახელმწიფო ქონების ფიზიკური და კერძო სამართლის იური­დიული პირებისთვის მართვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორცი­ელება;

 გ) იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახელმწიფო ქონე­ბის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ასეთი პირებისათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;

დ) სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის თაობაზე დასადები სტანდარტული ხელშეკრულებების სააგენტოს სახე­ლით ხელმოწერა;

 ე) სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის, მიერ თანხ­მო­ბის გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირების განცხადებების (გარ­და ამ დებულების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე წარდგენილი განცხადებებისა) განხილვა და შე­სა­ბამისი რეაგირება;

 ვ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესა­ბამისი რეაგირება.

4. სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებების განხორციელება;

 ბ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კა­პიტალის ცვლილების, მათ შორის, ფულადი შენატანის განხორციელების თაობაზე წინადადებათა მომზადება და ამავე საწარმოთა კაპიტალის ცვლილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

 გ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადა­ცემის ფორმით, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემის ინიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

 დ) დადგენილი წესის მიხედვით, საწარმოს წესდების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებათა მომზადება შემდეგ საკითხებზე:

დ.ა) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია;

 დ.ბ) საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და  გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

 დ.გ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამო­წერა, გაყიდვა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალის­წინე­ბული სხვა უფლებით დატვირთვა;

 ე) სააქციო საზოგადოებების, შეზღუდული პასუხისმგებლობის სა­ზო­გადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების  განხორციელება;

ვ) სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში სახელმწიფოს წილის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა კომპეტენციის ფარგლებში;    

 ზ) სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფოს წილობ­რივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების კაპიტალში შენატანის ცვლილებაზე წინადადებების მომზადება;

თ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

 

მუხლი 15. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

 სამსახურის ფუნქციებია:

 ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის უზ­რუ­ნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) თავმჯდომარის აქტების პროექტების მომზადება თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდე­ბის შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით; 

 გ) სააგენტოს თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების გა­ფო­რმება;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომის წიგნა­კების და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-წარ­მოება;

 ე) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის შემუშავება და შრომის დისციპ­ლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

 ვ) სააგენტოში სტაჟირების და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი მოწმობის გაცემა;

 ზ) სააგენტოში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;

 თ) სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერი­ლო­ბის შემუშავება/განახლება;

 ი) ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა, მიღებული ანგარიშებისა და შეფასების ანალიზი;

კ) სააგენტოში არსებული მოტივაციისა და წახალისების სისტემის ანა­ლიზი, თანამშრომელთა მოტივაციისა და წახალისების სისტემის სრუ­ლ­ყოფის წინადადებების შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონ­ტროლი;

ლ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) სტრუქ­ტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

  მ) სააგენტოში კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების საჭირო­ებათა ანალიზი, წლიური და ინდივიდუალური კვალიფიკაციის ამაღლე­ბის პროგრამების იდენტიფიცირება;

ნ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტთან ერთად სააგენ­ტოს შიდაორგანიზაციული კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვა და გან­ხორ­ციელების უზრუნველყოფა;

ო) სააგენტოს თანამშრომელთა გუნდური მუშაობის უნარების  გან­ვი­თარებაზე ზრუნვა;

 პ) საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიული განვითარების დეპარტა­მენტთან ერთად სააგენტოს ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;

ჟ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

 

მუხლი 16. კორესპონდენციის მართვის სამსახური

 სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების შიდა წესების მომზადება, ოფიციალური კო­რესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენ­ტის, მთავრობის აქტებით სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული და­ვალებების, ასევე, მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულე­ბის კონტროლი;

გ) სააგენტოს მიერ გამოცემული და სააგენტოში დაცული, აგრეთვე, დე­ლეგირების საფუძველზე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმე­ბის უზრუნველყოფა;

დ) საჯარო ინფორმაციის გასაცემად სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება, საჭიროებისას ინფორმაციის მომზადებაში შესაბამისი სტრუქტრული ქვედანაყოფის (ერთეულის) ჩართვის უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოში დაცული დოკუმენტების საარქივოდ დამუშავება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის რაოდენობაზე და გასაგზავნი კორესპონდენციების მდგომარეობაზე;

ზ) საიდუმლო დოკუმენტების დაცვისა და ბრუნვის უზრუნველ­ყოფა;

თ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მისი რეაგირება.

 

მუხლი 17. საინფორმაციო და დისტანციური მომსახურების სამსახური

სამსახურის ფუნქციებია:

 ა) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორ­მა­ციის მიწოდება მომხმარებლებისთვის ან/და მათგან ინფორმაციის მი­ღება;

 ბ) სააგენტოს ვებგვერდის, სოციალური ქსელის, ონლაინ კომუნი­კა­ტორის ან სატელეფონო ზარების საშუალებით შემოსულ შეკითხ­ვებ­ზე/მოთხოვნებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნ­ველ­ყო­ფა, აღნიშნული მიზნით შესაბამისი კომპეტენციის პირისთვის მიმართვა და ინფორმაციის გამოთხოვა; გამოვლენილი პრობლემის და ხარვეზის აღრიცხვა და შესაბამისი პირისთვის შეტყობინება;

 გ) საჭიროების შესაბამისად, სააგენტოს მომსახურების სისტემაში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების შექმნის და სრულყოფის თაობაზე წი­ნადადებების შემუშავება სტრატეგიული განვითარების დეპარტამენ­ტის შესაბამის სამსახურთან ერთად;

დ) სამსახურის საქმიანობის პერიოდული ანალიზი, ანგარიშების მომ­ზადება და წარდგენა ხელმძღვანელობის დავალების ან შესაბამისი ქვე­დანაყოფის მიმართვის საფუძველზე, მათ შორის, საჭიროების შემთ­ხ­ვე­ვაში, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს ხელმ­ძღ­ვანელობისთვის მიწოდება;

ე) ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ სტრატეგიული განვითა­რების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწო­დება;

 ვ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბა­მი­სი რეაგირება.

 

მუხლი 18. სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ერთეულების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო სამსახურს - სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის და სამსახურის უფროსს, მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.               

 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილისა და თავმჯდომარის წინაშე.

  4. სამსახურის უფროსი, ანგარიშვალდებულია შესაბამისი დეპარ­ტამენტის უფროსის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილისა და თავმჯდომარის წინაშე.

  5. დეპარტამენტის უფროსი:

 ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამსახურებს და თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

 დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამსახურების უფ­რო­სებისა და თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალე­ობების შესრულებას;

 ე) სააგენტოს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტა­მენტში მომზადებულ, სააგენტოდან გამავალ კორესპონდენციას;

   ვ) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს საა­გენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) გასაგ­ზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

  ზ) წარუდგენს თავმჯდომარესა და შესაბამის მოადგილეს წინადა­დებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორ­გა­ნიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

   თ) თავმჯდომარესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრო-მელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, მათი სამსახურებრივი მივლი­ნების თაობაზე;

   ი) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქ­ტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, თავმჯდომარისა და პირვე­ლი მოადგილის/მოადგილის  ცალკეულ დავალებებს.

   6. სამსახურის უფროსი:

  ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

   ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს და მითითებებს;

   გ) ახორციელებს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებ­რი­ვი მოვალეობის შესრულების კონტროლს;

  დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დო­კუმენტებს;

    ე) პირველ მოადგილეს/მოადგილეს ან შესაბამისი დეპარტამენტის უფ­როსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის, საშტატო განრიგის, მუ­შა­ობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დის­ციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

    ვ) თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან/მოადგილესთან ან შესა­ბამისი დეპარტამენტის უფროსთან შუამდგომლობს სამსახურის თანამშ­რო­მელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, მათი სამსახურებრივი მივ­ლინების თაობაზე;

  ზ) თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს/მოადგი­ლეს ან დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქ­მიანობის შესახებ;

    თ)  ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქ­ტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, თავმჯდომარის, პირველი მო­ადგილის/მოადგილის ან შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის ცალ­კეულ დავალებებს.

 

მუხლი 19. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საა­გენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სა­ხელმწიფო ქონება.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუა­ლებე­ბი, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

 

მუხლი 20. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

სააგენტოს დაფინანსების წყარო შესაძლებელია იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზ­ნობ­რივი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ  მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავ­ლე­ბი;

გ) მიზნობრივი გრანტები;

დ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზ­ღვრული სააგენტოს ანაზღაურება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავ­ლები.

 

მუხლი 21. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რო­მელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობის კანონიე­რებასა და მიზანშეწონილობას.

2. სააგენტოს, სამინისტროს თანხმობით, შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქო­ნე­ბის გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

 ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი სა­კო­მუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან და­კავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღ­რიც­ხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

 

  მუხლი 22. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

  მუხლი 23. დებულებაში ცვლილების შეტანა

სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქარ­თველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი