„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.023258
50
01/02/2022
ვებგვერდი, 03/02/2022
010240010.10.003.023258
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 50

2022 წლის 1 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ქ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ.დ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება/დაშლა;“;

ბ) „ქ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ.ვ) საწარმოების რეორგანიზაცია, დაშლა, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და მოძრავი ქონების (თუკი მისი პრივატიზება/სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა;“.

4. მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადმოცემული უძრავი ნივთის, ასევე მოძრავი ქონების, რომლის შეტანაც იგეგმება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში, მიღება და მასზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“.

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-დაშლა;

დ.ბ) საწარმოების რეორგანიზაცია, დაშლა, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საწარმოთა მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადება, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის ორგანიზება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიმართვა მოგების განაწილების მიზნით პარტნიორთა კრების მოწვევის, ასევე მოგების განაწილების მონიტორინგის შედეგების მიხედვით შემდგომი რეაგირების მიზნით;“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საწარმოთა ფინანსური ანალიზის საფუძველზე საწარმოების რეორგანიზაციის, რეაბილიტაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისა და დაშლის შესახებ წინადადებების მომზადება;“.

6. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის განცხადების განხილვა და წინადადებების მომზადება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მოძრავი ქონების (თუკი მისი სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ნივთთან ერთად)  მათ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციაზე თანხმობის თაობაზე წინადადებების მომზადება;

გ) სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გაცემაზე სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება კანონით დადგენილი წესით) თანხმობის მიცემის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მოძრავი ქონების (თუკი მისი საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ნივთთან ერთად)  ძირითადი (განუსხვისებელი) ან დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ქონებაზე კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;

ვ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი უძრავი ქონების ჩამოწერის/დემონტაჟის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ზ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3. კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების გაცვლის თაობაზე;

ბ) საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონის გარეშე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მოძრავი ქონების (თუკი მისი სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ნივთთან ერთად) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მოძრავი ქონების (თუკი მისი საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ნივთთან ერთად) განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის თაობაზე დასადები სტანდარტული ხელშეკრულებების სააგენტოს სახელით ხელმოწერა;

დ) სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის მიერ თანხმობის გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირების განცხადებების (გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე წარდგენილი განცხადებებისა) განხილვა, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის თაობაზე თანხმობის გაცემასთან (სასყიდლის გარეშე) დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირება; ასევე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან (გარდა შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში განსახორციელებელი მშენებლობისა) დაკავშირებით განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ე)  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება შემდეგ შემთხვევებში:

ე.ა) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მოძრავი ქონების (თუკი მისი საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ნივთთან ერთად) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას;

ე.ბ) როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და მოძრავი ქონების (თუკი მისი საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) საპრივატიზებო პირობას წარმოადგენს მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა და საპრივატიზებო საფასური ნაკლებია ქონების საბაზრო ღირებულებაზე, ხოლო საბაზრო ღირებულების შეფასების განუხორციელებლობის შემთხვევაში – სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლამდე არსებულ საბალანსო ღირებულებაზე;

ე.გ) როდესაც საპრივატიზებო პირობას წარმოადგენს მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა და ფიზიკური/იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;

ე.დ) სახელმწიფო ქონების იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ფორმით პრივატიზებისას, ხოლო ეკომიგრანტებისათვის – პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას;

ე.ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად მომართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას;

ე.ვ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართვის საფუძველზე, მის სისტემაში დასაქმებულ პირთათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას;

ვ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.

7. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოძრავი ქონების აღრიცხვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მოძრავი ქონების სპეციალური ელექტრონული რეესტრის წარმოება;

ბ) მოძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, მიღება, საჭიროების შემთხვევაში, საპასუხისმგებლო შენახვაზე მიბარება, ტრანსპორტირება, სასაწყობო მეურნეობის მართვის სამსახურისათვის გადაცემა;

გ) განკარგული/სარგებლობის უფლებით გადაცემული მოძრავი ქონების გაცემა, რომელიც არ არის განთავსებული სააგენტოს საწყობში;

დ) იმ მოძრავი ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება დადგენილი წესით, რომელიც არ არის განთავსებული სააგენტოს საწყობში;

ე) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3. სასაწყობე მეურნეობის მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მოძრავი ქონების საწყობში/საწყობებში მიღება, აღრიცხვა და შენახვა;

ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა;

გ) განკარგული/სარგებლობის უფლებით გადაცემული მოძრავი ქონების გაცემა, რომელიც განთავსებულია სააგენტოს საწყობში;

დ) იმ მოძრავი ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება დადგენილი წესით, რომელიც განთავსებულია სააგენტოს საწყობში;

ე) საწყობებში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.

8. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოძრავი ქონების დადგენილი ფორმებით განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის მიზნით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოძრავი ქონების პრივატიზება/სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ნივთთან ერთად), წინადადებების მომზადება/საკითხის ინიციირება და პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა, მათ შორის, აუქციონების გამოცხადების/ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ფასდაკლებების გასახორციელებლად სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;“.

9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) თავმჯდომარის აქტების პროექტების მომზადება თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით;

გ) სააგენტოს თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის მოსაზრების გათვალისწინებით;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება;

ე) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) სააგენტოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი მოწმობის გაცემა;

ზ) სააგენტოში კონკურსების ორგანიზება;

თ) სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება;

ი) ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა, მიღებული ანგარიშებისა და შეფასების ანალიზი;

კ) სააგენტოში არსებული მოტივაციისა და წახალისების სისტემის ანალიზი, თანამშრომელთა მოტივაციისა და წახალისების სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

მ) სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების საჭიროებათა ანალიზი, წლიური და ინდივიდუალური კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების იდენტიფიცირება, მათ შორის, ტრენინგების გეგმის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მათი ჩატარების უზრუნველყოფა;

ნ) სააგენტოს შიდაორგანიზაციული კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;

ო) სააგენტოს თანამშრომელთა გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე ზრუნვა;

პ) საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტთან ერთად სააგენტოს ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;

ჟ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი