დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1356 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/04/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 26/04/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.140.05.001.001.053 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (13/05/2005 - 24/06/2005)
საქართველოს კანონი
სარეგისტრაციო 1. ზოგადი დებულებანი
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს.
მუხლი 2. სარეგისტრაციო მოსაკრებლის ცნება და გადამხდელები
სარეგისტრაციო მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და პროდუქციით და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ მათთვის გაწეული მომსახურებისათვის.
მუხლი 3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებელი.
2. დაუშვებელია პირისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების დაკისრება.
3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება რეგისტრაციამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით.
5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
6. რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად წარუდგინოს სარეგისტრაციო ორგანოს.
7. სარეგისტრაციო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №891 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.42
მუხლი 4. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი
1. სარეგისტრაციო ორგანო პირს უარს ეუბნება რეგისტრაციაზე, თუ:
ა) წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს შესაბამისი რეგისტრაციისათვის დადგენილ ნორმებს;
ბ) წარდგენილი პროდუქცია და საქონელი არ აკმაყოფილებს შესაბამისი რეგისტრაციისათვის დადგენილ ნორმებს.
2. ზედმეტად გადახდილი თანხა რეგისტრაციის მაძიებელს უბრუნდება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მისი წერილობითი განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
მუხლი 5. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება
1. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (მისი გადახდისგან გათავისუფლება) წესდება მხოლოდ ამ კანონით.
2. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური შეღავათების დაწესება დაუშვებელია.
მუხლი 6. სარეგისტრაციო მოსაკრებელთან დაკავშირებული სადავო საკითხის გადაწყვეტის წესი
1. სარეგისტრაციო მოსაკრებელთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს პირს სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
მუხლი 7. სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახეები და განაკვეთები; რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებები
1. ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.5 %-ს.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) კავშირის (ასოციაციის), ფონდის რეგისტრაცია – 60 ლარი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული კავშირის (ასოციაციის), ფონდის ფილიალის რეგისტრაცია – კავშირის (ასოციაციის), ფონდის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50 %;
გ) საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 60 ლარი;
დ) საქართველოს შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 50 ლარი;
ე) ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 40 ლარი;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (განურჩევლად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ფილიალის რეგისტრაცია – 40 ლარი;
ზ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
თ) ფონდის, კავშირის (ასოციაციის), მათი ფილიალის, შემოქმედებითი კავშირის, საზღვარგარეთის ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25 %.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) ავტომანქანის მართვის მოწმობის გაცემა | – | 28 ლარი; |
ბ) საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობის გაცემა | – | 109 ლარი; |
გ) ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის გაცემა | – | 26 ლარი; |
დ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა | – | 28 ლარი; |
ე) სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა | – | 18 ლარი; |
ვ) მოტოციკლის და მისი მისაბმელის სანომრე ნიშნის გაცემა | – | 14 ლარი; |
ზ) წლიური ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი ფირნიშის გაცემა
| – | 1 ლარი;
|
თ) მსუბუქი ავტომანქანის ძარის გადაფორმება | – | 40 ლარი;
|
ი) სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს გადაფორმება | – | 32 ლარი; |
კ) ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის გადაფორმება | – | 63 ლარი; |
ლ) სატრანსპორტო საშუალების ძრავის გადაფორმება | – | 38 ლარი;
|
მ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება: |
|
|
მ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კგ-ს | – | 19 ლარი; |
მ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს | – | 100 ლარი; |
ნ) დროებით მფლობელობაში გადაცემული: |
|
|
ნ.ა) მსუბუქი ავტომანქანის და მისი მისაბმელის რეგისტრაცია | – | 3 ლარი; |
ნ.ბ) სატვირთო ავტომანქანის და მისი მისაბმელის ან ნახევრადმისაბმელის რეგისტრაცია | – | 5 ლარი; |
ო) კომბინირებული სანადირო თოფის რეგისტრაცია შესაბამისი მოწმობის გაცემით: | ||
ო.ა) ფიზიკური პირისათვის | – | 10 ლარი; |
ო.ბ) იურიდიული პირისათვის | – | 20 ლარი;
|
პ) კუთხვილი სანადირო თოფის და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი) რეგისტრაცია შესაბამისი მოწმობის გაცემით:
| ||
პ.ა) ფიზიკური პირისათვის | – | 8 ლარი; |
პ.ბ) იურიდიული პირისათვის | – | 16 ლარი; |
ჟ) გლუვლულიანი სანადირო თოფის და გაზის იარაღის (გაზის პისტოლეტი, რევოლვერი) რეგისტრაცია შესაბამისი მოწმობის გაცემით: | ||
ჟ.ა) ფიზიკური პირისათვის | – | 6 ლარი; |
ჟ.ბ) იურიდიული პირისათვის | – | 12 ლარი; |
რ) იარაღის ხელახალი რეგისტრაცია | – | მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50 %. |
4. საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 15 ლარს.
5. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის რეგისტრაცია ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის დროს | – | 2 ლარი; |
ბ) ცხოველთა საკვების და საკვებდანამატების რეგისტრაცია: |
|
|
ბ.ა) მშრალი საკვების: |
|
|
ბ.ა.ა) ფრინველისა | – | 100 ლარი; |
ბ.ა.ბ) კატისა | – | 400 ლარი; |
ბ.ა.გ) ძაღლისა | – | 500 ლარი; |
ბ.ბ) კონსერვირებული პრემიქსის: |
|
|
ბ.ბ.ა) კატისა | – | 200 ლარი; |
ბ.ბ.ბ) ძაღლისა | – | 400 ლარი;
|
ბ.ბ.გ) ყველა სხვა სახეობისა | – | 500 ლარი; |
ბ.ბ.დ) საკვების და პრემიქსის დანამატებისა | – | 380 ლარი; |
ბ.ბ.ე) საღეჭი მულაჟებისა | – | 190 ლარი; |
გ) ცხოველთა კოსმეტიკის საშუალებების რეგისტრაცია: |
|
|
გ.ა) შამპუნისა | – | 300 ლარი; |
გ.ბ) საპნისა | – | 200ლარი; |
გ.გ) ფხვნილების და სხვა საშუალებებისა | – | 128 ლარი; |
დ) ქიმიური საშუალებების რეგისტრაცია: |
|
|
დ.ა) დეზინფექტანტების და ანტიდოტების თითოეული ჯგუფისა | – | 200 ლარი; |
დ.ბ) ანტიოქსიდანტების და სარეცხი საშუალებების თითოეული ჯგუფისა | – | 500 ლარი; |
ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაცია | – | 25 ლარი; |
ვ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნა ან/და მათ ტექნიკურ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა | – | 3 ლარი; |
ზ) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა | – | 5 ლარი; |
თ) პესტიციდების ახალი მოქმედი ნივთიერებების რეგისტრაცია: |
|
|
თ.ა) ფუნგიციდის: |
|
|
თ.ა.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 3545 ლარი; |
თ.ა.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 3835 ლარი; |
თ.ბ) ინსექტოაკარიციდის: |
|
|
თ.ბ.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 3570 ლარი; |
თ.ბ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 3960 ლარი; |
თ.გ) ჰერბიციდის და ზრდის რეგულატორების: |
|
|
თ.გ.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 3145 ლარი; |
თ.გ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 3400 ლარი; |
თ.დ) ნემატიციდის, თესლის შესაწამლის, როდენტიციდის, ფერომონის | – | 3225 ლარი; |
ი) პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია: |
|
|
ი.ა) ფუნგიციდის: |
|
|
ი.ა.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 2285 ლარი; |
ი.ა.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 2455 ლარი; |
ი.ბ) ინსექტოაკარიციდის: |
|
|
ი.ბ.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 2350 ლარი; |
ი.ბ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 2560 ლარი; |
ი.გ) ჰერბიციდის და ზრდის რეგულატორების: |
|
|
ი.გ.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 2160 ლარი; |
ი.გ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 2255 ლარი; |
ი.დ) ნემატიციდის, თესლის შესაწამლის, როდენტიციდის, ფერომონის | – | 2210 ლარი; |
კ) პესტიციდების ანალოგების და რეგისტრირებული მოქმედი ნივთიერებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების რეგისტრაცია | – | 1285 ლარი; |
ლ) რეგისტრირებული პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების რეგისტრაცია: |
|
|
ლ.ა) ფუნგიციდის: |
|
|
ლ.ა.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 1335 ლარი; |
ლ.ა.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 1460 ლარი; |
ლ.ბ) ინსექტოაკარიციდის: |
|
|
ლ.ბ.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 1390 ლარი; |
ლ.ბ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 1545 ლარი; |
ლ.გ) ჰერბიციდის და ზრდის რეგულატორების: |
|
|
ლ.გ.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 1290 ლარი; |
ლ.გ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 1345 ლარი; |
ლ.დ) ნემატიციდის, თესლის შესაწამლის, როდენტიციდის, ფერომონის | – | 1340 ლარი; |
მ) პესტიციდების შემოკლებული ვადით (ანუ დროებითი) რეგისტრაცია: |
|
|
მ.ა) ფუნგიციდის: |
|
|
მ.ა.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 1770 ლარი; |
მ.ა.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 1920 ლარი; |
მ.ბ) ინსექტოაკარიციდის: |
|
|
მ.ბ.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 1785 ლარი; |
მ.ბ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 1980 ლარი; |
მ.გ) ჰერბიციდის და ზრდის რეგულატორების: |
|
|
მ.გ.ა) I კულტურათა ჯგუფისა | – | 1575 ლარი; |
მ.გ.ბ) II კულტურათა ჯგუფისა | – | 1700 ლარი; |
მ.დ) ნემატიციდის, თესლის შესაწამლის, როდენტიციდის, ფერომონის | – | 1610 ლარი; |
ნ) პესტიციდების ხელახალი რეგისტრაცია |
| 560 ლარი. |
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) სამკურნალო საშუალების რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 1000 ლარი; |
ბ) რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების დოზის, ფორმის რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 500 ლარი; |
გ) პარასამკურნალო საშუალების რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 200 ლარი; |
დ) რეგისტრირებული პარასამკურნალო საშუალების დოზის, ფორმის რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 100 ლარი; |
ე) ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 400 ლარი; |
ვ) რეგისტრირებული ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების ფორმის რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 100 ლარი; |
ზ) დიაგნოსტიკური და რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 400 ლარი; |
თ) კონტრაცეპტიული მექანიკური საშუალების რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 400 ლარი; |
ი) სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალების რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 800 ლარი; |
კ) თერაპიული ეფექტის მქონე კვებითი დანამატის რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 600 ლარი;
|
ლ) სტომატოლოგიური მასალის რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია | – | 600 ლარი; |
მ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია | – | 1000 ლარი; |
ნ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია | – | 330 ლარი; |
ო) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია | – | 250 ლარი;
|
პ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია | – | 500 ლარი; |
ჟ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია |
– |
170 ლარი; |
რ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია | – | 125 ლარი; |
ს) ბიოლოგიური პრეპარატების რეგისტრაცია:
|
|
|
ს.ა) სასოფლო-სამეურნეო და შინაურ ცხოველთა ვირუსული დაავადებების ვაქცინისა |
– |
960ლარი |
ს.ბ) ფრინველთა ვირუსული დაავადებების ვაქცინისა | – | 1200 ლარი; |
ს.გ) სასოფლო-სამეურნეო და შინაურ ცხოველთა ბაქტერიული დაავადებების ვაქცინისა | – | 750 ლარი; |
ს.დ) ფრინველთა ბაქტერიული დაავადებების ვაქცინისა | – | 1000 ლარი; |
ს.ე) ვაქცინების გამხსნელებისა | – | 640 ლარი; |
ს.ვ) ფაგი-გლობულინის სამკურნალო და პროფილაქტიკური შრატების, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკუმების თითოეული ჯგუფისა | – | 500 ლარი; |
ტ) ფარმაკოლოგიური პრეპარატების რეგისტრაცია: |
|
|
ტ.ა) ანტიმიკრობული ანტიბიოტიკების, ვირუსული სულფანილამიდების თითოეული ჯგუფისა | – | 1000 ლარი
|
ტ.ბ) სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებისა: ტ.ბ.ა) ნიტროფურაზების და ფუნგიციდებისა |
– |
1000 ლარი; |
ტ.ბ.ბ) ყველა სხვა ანტიმიკრობული საშუალებისა | – | 700 ლარი; |
ტ.ბ.გ) ანტივირუსული საშუალებებისა | – | 1000 ლარი; |
ტ.ბ.დ) ანტიპარაზიტული საშუალებების (ანტიპროტოზოული, ანტიჰელმინთური, ინსექტოაკარიციდები) თითოეული ჯგუფისა | – | 1000 ლარი; |
ტ.გ) ნივთიერებათა ცვლის პრეპარატებისა: |
|
|
ტ.გ.ა) დერატონიციტების, ჰორმონების, ფერმენტების, ამინომჟავების თითოეული ჯგუფისა | – | 500 ლარი; |
ტ.გ.ბ) ვიტამინებისა | – | 320 ლარი; |
ტ.გ.გ) შაქრების, მინერალური ნივთიერებების, ქსოვილოვანი პრეპარატების თითოეული ჯგუფისა | – | 250 ლარი; |
ტ.დ) საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატებისა: ტ.დ.ა) ლორწოვანი ადსორბენტებისა |
– |
256 ლარი; |
ტ.დ.ბ) კუჭის შემკვრელი ადსორბენტების, გამაღიზიანებლების, ამოსაღებინებლების და ფაშვის რუმინატორების თითოეული ჯგუფისა | – | 200 ლარი; |
ტ.ე) სისხლძარღვთა სისტემის პრეპარატებისა: |
|
|
ტ.ე.ა) გლუკოზიდების, ერითროპოეზის საშუალებების, სისხლის შემადედებლების თითოეული ჯგუფისა | – | 200 ლარი; |
ტ.ე.ბ) იმუნომოდულატორებისა | – | 500 ლარი; |
ტ.ვ) სასუნთქი სისტემის პრეპარატების (სუნთქვის აღმგზნებები, ამოსახველებლები) თითოეული ჯგუფისა | – | 200 ლარი; |
ტ.ზ) შარდსასქესო და სარძევე ჯირკვლების პრეპარატებისა: ტ.ზ.ა) შარდმდენებისა |
– |
200 ლარი; |
ტ.ზ.ბ) საშვილოსნოს, მასტიტების საწინააღმდეგო, ხელოვნური დათესვლის საშუალებების თითოეული ჯგუფისა | – | 500 ლარი; |
ტ.თ) ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატებისა: (ცნს-ის დამთრგუნავები, ცნს-ის აღმგზნებები) თითოეული ჯგუფისა | – | 200 ლარი; |
უ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, რაც არ ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას | – | 50 ლარი. |
7. საქართველოს საერთო სასამართლოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საწარმოს რეგისტრაცია:
ა. ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი;
ა. ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი;
ა. გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი;
ა. დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი;
ა. ე) კოოპერატივისა – 120 ლარი;
ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50 %;
გ) საწარმოს წესდებაში ან მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25 %;
დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის და ლიკვიდაციის რეგისტრაცია – მისი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25 %;
ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20 %;
ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია – შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი.
8. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვით სამუშაოებს, საბუთების, სარეგისტრაციო მოწმობებისა და საკადასტრო რუკების მომზადებას და გაცემას, აგრეთვე პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ღონისძიებას და სრულდება სახელმწიფოს დაფინანსებით ან მიზნობრივად მოზიდული კრედიტების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების ხარჯზე, ხორციელდება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების, აგრეთვე მათ მიმართ წარმოშობილ უფლებათა რეგისტრაციისათვის საჭირო ნებისმიერი ღონისძიებისათვის მოსაკრებლის გარდა სხვა თანხა არ გადაიხდევინება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლებების გადაცემის რეგისტრაცია:
ა.ა) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, აღნაგობის, იპოთეკის, ქირავნობის ან იჯარის უფლების რეგისტრაცია, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს – 7 ლარი;
ა.ბ) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უზუფრუქტის ან სერვიტუტის, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვის რეგისტრაცია, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს – 7 ლარი;
ა.გ) (ამოღებულია);
ა.დ) (ამოღებულია);
ბ) უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირისათვის სარეგისტრაციო ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების რეგისტრაცია:
ბ.ა) მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ან სარეგისტრაციო მოწმობის მომზადება და გაცემა, მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში ან სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბუთების შექმნის მიზნით მცირეფორმატიანი რუკის ან საკადასტრო გეგმის ან ხელშეკრულების ფორმის მომზადება და სხვა, ანალოგიური ტექნიკური სამუშაოების შესრულება – 2 ლარი;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული საბუთების შესწავლის, ანალიზისა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაციის საფუძველზე ცნობის მომზადება და დაინტერესებულ, მესამე პირზე გაცემა – 7 ლარი;
გ) თუ ორი ან სამი, სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის შეძენით იქმნება ერთი მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთების ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია, რაც მოიცავს ყველა სააღრიცხვო ბარათში შესაბამისი შენიშვნების შეტანას ან მათ გაუქმებას და ახალი სააღრიცხვო ბარათის შევსებას, აგრეთვე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება შემძენის განცხადების საფუძველზე – 7 ლარი;
დ) თუ ოთხი ან მეტი, სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის შეძენით იქმნება ერთი მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთების ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 7 ლარი, რომელსაც სამი ნაკვეთის ზევით თითოეულ მიწის ნაკვეთზე ემატება 2 ლარი.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და ტვიფრის ერთი ცალის რეგისტრაცია – 15 ლარი;
ბ) სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრის ერთი ცალის ყოველწლიური რეგისტრაცია–10 ლარი.“.
საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72
საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2101 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.61
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1440 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.168
მუხლი 8. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება
სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) I და II რიგის მემკვიდრეები, ნოტარიული წესით ჩუქებითა და მემკვიდრეობით მიღებული მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ფიზიკური პირები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც ჯილდოდ გადაეცათ იარაღი; საქართველოს პარლამენტის წევრები; საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის გადამდგარ უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა; პროკურატურის სისტემიდან პენსიაზე გასული თანამშრომლები, რომელთაც მინიჭებული აქვთ იუსტიციის მრჩევლის ან იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება; პენსიაზე გასული მოსამართლეები – ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ – „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ძირითადი ქონების რეგისტრაციისას, აგრეთვე მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1193 - სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ.102
მუხლი 81. გარდამავალი დებულება
1. სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ამ უფლებათა მარეგისტრირებელ/აღმრიცხველ დაწესებულებებში არსებული ყველა ინფორმაცია დამოწმებული სახით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სასამართლოებს, ასევე მიწის რეგისტრაციის სისტემის ხელშემწყობ იურიდიულ პირებს.
2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი მოქმედებს 2005 წლის 1 იანვრამდე.
3. 2005 წლის 1 მარტამდე საქართველოს საერთო სასამართლოებმა კავშირების (ასოციაციების) და მათი ფილიალების რეგისტრაცია განახორციელონ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განაკვეთებით.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანოებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირების და მათი ფილიალების რეგისტრაცია განახორციელონ 2005 წლის 1 მარტიდან.
5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2004 წლის 1 ნოემბრამდე მოამზადოს კანონპროექტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ.
საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77
მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) „საწარმოთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 11 აპრილის №196 დადგენილება;
გ) „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების, მართვის მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №139 განკარგულება;
დ) „სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების საგზაო პოლიციაში მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია-მომსახურების ტარიფების ნუსხა“, დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 9 ივლისის №587 ბრძანებით, 1996 წლის 19 აგვისტოს №693 ბრძანებითა და 1997 წლის 30 აპრილის №215 ბრძანებით;
ე) „ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება;
ვ) „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის, გატანა-შემოტანის რეგულირების სამმართველოს შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 დეკემბრის №747 დადგენილება;
ზ) „სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან საბაჟო კონტროლის ზონებში, ტერმინალებში განთავსებული ხარისხის ინსპექციების მიერ ექსპორტ-იმპორტის დროს გაწეული ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი“ და „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის პრეისკურანტი“, დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 11 დეკემბრის №2-424 ბრძანებით;
თ) „საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესები“, დამტკიცებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 17 სექტემბრის №360/ო ბრძანებით;
ი) „მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი.
№1356-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72
2. საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2101 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.61
3. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77
4. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №891 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.42
5. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1193 - სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ.102
6. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1440 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.168
დოკუმენტის კომენტარები