დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5016-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110714029, 14/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020140.05.001.016407 |
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციებს:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი.
№5016-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები