დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2570 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 31/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.020.140.05.001.002.139 |
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:
„ს) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაცია (ტექნიკური პასპორტის და სანომრე ნიშნის გაცემა) – 25 ლარი;
ტ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღრიცხვიდან მოხსნა ან/და მათ ტექნიკურ დოკუმენტებში ცვლილების შეტანა – 3 ლარი;
უ) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა – 5 ლარი.“;
ბ) მე-5 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2570-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები