„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1919
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 01/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 210.030.140.05.001.001.972
  • Word
1919
11/10/2005
სსმ, 45, 01/11/2005
210.030.140.05.001.001.972
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) სამკურნალო საშუალების, გენერიკული და კვლავწარმოებული სამკურნალო საშუალების, სისხლის პრეპარატის, იმუნობიოლოგიური პრეპარატის რეგისტრაცია – 2500 ლარი;

ბ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) სამკურნალო საშუალების, გენერიკული და კვლავწარმოებული სამკურნალო საშუალების, სისხლის პრეპარატის, იმუნობიოლოგიური პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია – 2000 ლარი;

გ) პარასამკურნალო საშუალების რეგისტრაცია – 500 ლარი;

დ) პარასამკურნალო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია – 300 ლარი;

ე) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების რეგისტრაცია – 400 ლარი;

ვ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია – 200 ლარი;

ზ) რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაცია – 600 ლარი;

თ) რადიოფარმაცევტული საშუალების ხელახალი რეგისტრაცია – 400 ლარი;

ი) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების რეგისტრაცია – 400 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის რეგისტრაცია – დამატებით 10 ლარი;

კ) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების ხელახალი რეგისტრაცია – 200 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის ხელახალი რეგისტრაცია – დამატებით 10 ლარი;

ლ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების რეგისტრაცია – 500 ლარი;

მ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების ხელახალი რეგისტრაცია – 300 ლარი;

ნ) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის რეგისტრაცია – 600 ლარი;

ო) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ხელახალი რეგისტრაცია – 400 ლარი;

პ) ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაცია – 1000 ლარი;

ჟ) ვეტერინარული პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია – 700 ლარი;

რ) სტომატოლოგიური მასალის რეგისტრაცია – 600 ლარი;

ს) სტომატოლოგიური მასალის ხელახალი რეგისტრაცია – 400 ლარი;

ტ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია – 1000 ლარი;

უ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია – 330 ლარი;

ფ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია – 250 ლარი;

ქ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია – 500 ლარი;

ღ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია – 170 ლარი;

ყ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია – 125 ლარი;

შ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების რეგისტრაცია – 200 ლარი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 11 ოქტომბერი

№1919-IIს