დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5461 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/11/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 03/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.140.05.001.003.047 |
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) – 80 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ლარში დამატებული:
გემის საერთო ტევადობა
| საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე (GRT–ბრუტო (მოცულობითი) რეგისტრული ტონა) |
<=500 (GRT)
| 1.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
501–5000 (GRT)
| 0.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
|
5001–10000 (GRT)
| 0.22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
|
10001–50000 (GRT)
| 0.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
|
>=50000 (GRT)
| 0.07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
|
იახტები და კატარღები (სანაპირო ნაოსნობის)
| 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
|
იახტები და კატარღები (საოკეანო ნაოსნობის)
| 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
|
ბ) სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია:
ბ.ა) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-მდე ასაფრენი მასით) და ვერტმფრენის რეგისტრაცია – 500 ლარი;
ბ.ბ) მსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-დან 5700 კგ-ის ჩათვლით ასაფრენი მასით) რეგისტრაცია – 1000 ლარი;
ბ.გ) მძიმე საჰაერო ხომალდის (5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასით) რეგისტრაცია – 1500 ლარი;
ბ.დ) ამ ქვეპუნქტის „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდის (ვერტმფრენის) რეგისტრაციის შემდეგ, მასზე ყოველწლიურად საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის საფასური – 500 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 20 ნოემბერი.
№5461–IIს
დოკუმენტის კომენტარები