„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2292-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 210020140.05.001.020735
2292-IXმს-Xმპ
14/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
210020140.05.001.020735
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოება, რომლის ყველა წილის/აქციის მესაკუთრეა ის ფიზიკური პირი, რომელიც ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია, როგორც სესხის გამცემი სუბიექტი − ინდივიდუალური მეწარმე, სამეწარმეო საზოგადოების ფორმით სესხის გამცემ სუბიექტად საქმიანობის გასაგრძელებლად დააფუძნებს სამეწარმეო საზოგადოებას და მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს სესხის გამცემი სუბიექტის − ინდივიდუალური მეწარმის უფლებებსა და ვალდებულებებს. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ სამეწარმეო საზოგადოებაზე, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 დეკემბერი 2022 წ.

N2292-IXმს-Xმპ