„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5435-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 210020140.05.001.018155
5435-IIს
22/06/2016
ვებგვერდი, 24/06/2016
210020140.05.001.018155
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა არის ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.“.

2. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინების გარეშე ახორციელებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5435-IIს