დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1356 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/04/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 26/04/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.140.05.001.001.053 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/07/2018 - 21/07/2018)
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს.
მუხლი 2 . სარეგისტრაციო მოსაკრებლის ცნება და გადამხდელები
სარეგისტრაციო მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და პროდუქციით და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ მათთვის გაწეული მომსახურებისათვის.
მუხლი 3 . სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებელი.
2. დაუშვებელია პირისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების დაკისრება.
3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება რეგისტრაციამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით.
5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
6. რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად წარუდგინოს სარეგისტრაციო ორგანოს.
7. სარეგისტრაციო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №891 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.42
მუხლი 4 . რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი
1. სარეგისტრაციო ორგანო პირს უარს ეუბნება რეგისტრაციაზე, თუ:
ა) წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს შესაბამისი რეგისტრაციისათვის დადგენილ ნორმებს;
ბ) წარდგენილი პროდუქცია და საქონელი არ აკმაყოფილებს შესაბამისი რეგისტრაციისათვის დადგენილ ნორმებს.
2. ზედმეტად გადახდილი თანხა რეგისტრაციის მაძიებელს უბრუნდება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მისი წერილობითი განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
მუხლი 5 . სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება
1. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (მისი გადახდისგან გათავისუფლება) წესდება მხოლოდ ამ კანონით.
2. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური შეღავათების დაწესება დაუშვებელია.
მუხლი 6 . სარეგისტრაციო მოსაკრებელთან დაკავშირებული სადავო საკითხის გადაწყვეტის წესი
1. სარეგისტრაციო მოსაკრებელთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს პირს სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა არის ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.
1 1. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას სარეგისტრაციო მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთებით:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია – 5 000 ლარი;
ბ) საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია – 50 000 ლარი;
დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია – 3 000 ლარი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციებს:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) მსუბუქი ავტომანქანის ძარის გადაფორმება – 40 ლარი;
ბ) სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს გადაფორმება – 32 ლარი;
გ) ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის გადაფორმება – 63 ლარი;
დ) სატრანსპორტო საშუალების ძრავის გადაფორმება – 38 ლარი.
4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 15 ლარს.
5. (ამოღებულია – 01.07.2011, №5013).
7. საქართველოს საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საწარმოს რეგისტრაცია:
ა.ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი;
ა.ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი;
ა.გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი;
ა.დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი;
ა.ე) კოოპერატივისა – 120 ლარი;
ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;
გ) საწარმოს წესდებაში ან მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის რეგისტრაცია – მისი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20%;
ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია – შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი.
71. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და ტვიფრის ერთი ცალის რეგისტრაცია – 15 ლარი;
ბ) სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრის ერთი ცალის ყოველწლიური რეგისტრაცია–10 ლარი.
10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საქართველოს დროშით მცურავი გემის (გარდა ნიჩბიანი ნავისა და მოტორიანი ნავისა) რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) − 80 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დამატებული:
გემის საერთო ტევადობა |
საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე (GRT–ბრუტო (მოცულობითი) რეგისტრული ტონა) |
<=500 (GRT) |
1.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
501–5000 (GRT) |
0.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
5001–10000 (GRT) |
0.22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
10001–50000 (GRT) |
0.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
>=50000 (GRT) |
0.07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
იახტები და კატარღები (სანაპირო ნაოსნობის) |
250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
იახტები და კატარღები (საოკეანო ნაოსნობის) |
500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
ბ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5787)
საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72
საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2101 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.61
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1440 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.168
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1808 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.242
საქართველოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1919 - სსმ I, №45, 01.11.2005 წ., მუხ.309
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2136 - სსმ I, №50, 01.12.2005 წ., მუხ.334
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2570 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.461
საქართველოს 2006 წლის 28 პარილის კანონი №2959 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.109
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3141 - სსმ I, №18, 31.05.2006 წ., მუხ.135
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3989 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.356
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4201 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.12
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4309 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.34
საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4999 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.233
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5267 - სსმ I, №30, 30.07.2007 წ., მუხ.338
საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5461 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.374
საქართველოს 2008 წლის 7 მარტის კანონი №5799 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.13
საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №26 - სსმ I, №11, 04.07.2008 წ., მუხ.82
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №852 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.275
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1591 - სსმ I, №26, 27.08.2009 წ., მუხ.154
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1976 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.264
საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი №2561 - სსმ I, №6, 22.02.2010 წ., მუხ.22
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3746 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.386
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4213 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5013 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5016 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5167 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5787 – ვებგვერდი, 19.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6387 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
მუხლი 8. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება
სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) I და II რიგის მემკვიდრეები ნოტარიალური წესით ჩუქებითა და მემკვიდრეობით მიღებული ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ძირითადი ქონების რეგისტრაციისას, აგრეთვე მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1193 - სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ.102
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1808 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.242
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3882 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.324
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4309 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.34
მუხლი 81. გარდამავალი დებულება
1. სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ამ უფლებათა მარეგისტრირებელ/აღმრიცხველ დაწესებულებებში არსებული ყველა ინფორმაცია დამოწმებული სახით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სასამართლოებს, ასევე მიწის რეგისტრაციის სისტემის ხელშემწყობ იურიდიულ პირებს.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2004 წლის 1 ნოემბრამდე მოამზადოს კანონპროექტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ.
6. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინების გარეშე ახორციელებს.
საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3141 - სსმ I, №18, 31.05.2006 წ., მუხ.135
საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4999 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.233
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი № 5435 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) „საწარმოთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 11 აპრილის №196 დადგენილება;
გ) „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების, მართვის მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №139 განკარგულება;
დ) „სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების საგზაო პოლიციაში მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია-მომსახურების ტარიფების ნუსხა“, დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 9 ივლისის №587 ბრძანებით, 1996 წლის 19 აგვისტოს №693 ბრძანებითა და 1997 წლის 30 აპრილის №215 ბრძანებით;
ე) „ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება;
ვ) „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის, გატანა-შემოტანის რეგულირების სამმართველოს შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 დეკემბრის №747 დადგენილება;
ზ) „სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან საბაჟო კონტროლის ზონებში, ტერმინალებში განთავსებული ხარისხის ინსპექციების მიერ ექსპორტ-იმპორტის დროს გაწეული ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი“ და „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის პრეისკურანტი“, დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 11 დეკემბრის №2-424 ბრძანებით;
თ) „საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესები“, დამტკიცებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 17 სექტემბრის №360/ო ბრძანებით;
ი) „მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი.
№1356-IIს
დოკუმენტის კომენტარები