„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 852
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 210.020.140.05.001.003.407
  • Word
852
23/12/2008
სსმ, 40, 29/12/2008
210.020.140.05.001.003.407
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) – 80 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ლარში დამატებული:

 

გემის საერთო ტევადობა

საფასური საერთო ტევადობის 1

ერთეულზე (GRT – ბრუტო

(მოცულობითი) რეგისტრული ტონა)

 

<=500 (GRT)

 

1.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

501–5000 (GRT)

 

0.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

5001–10000 (GRT)

 

0.22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

10001–50000 (GRT)

 

0.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

>=50000 (GRT)

 

0.07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

იახტები და კატარღები

(სანაპირო ნაოსნობის)

 

250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

იახტები და კატარღები

(საოკეანო ნაოსნობის)

 

500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

 

ბ) სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია:

ბ.ა) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-მდე ასაფრენი მასით) და ვერტმფრენის რეგისტრაცია – 500 ლარი;

ბ.ბ) მსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-დან 5700 კგ-ის ჩათვლით ასაფრენი მასით) რეგისტრაცია – 1000 ლარი;

ბ.გ) მძიმე საჰაერო ხომალდის (5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასით) რეგისტრაცია – 1500 ლარი;

ბ.დ) ამ ქვეპუნქტის „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდის (ვერტმფრენის) რეგისტრაციის შემდეგ, მასზე ყოველწლიურად საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის საფასური – 500 ლარი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 დეკემბერი.

№852–რს